https://sputnik-georgia.com/20211219/devnilebistvis-sacxovrebeli-saxlis-sesazenad-gamoyofili-tanxa-gaizarda-262976488.html
დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა
დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T15:46+0400
2021-12-19T15:46+0400
2021-12-19T15:48+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259284149_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_ec9058b07b83527a292306d22e55db06.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 32 ათასი ლარის ნაცვლად 40 ათას ლარად შეუსყიდის.გარდა ამისა, შესასყიდი სახლის შესახებ მონაცემების წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 3 თვის ნაცვლად 6-თვიანი ვადა ეძლევათ. აღარ არის საჭირო ექსპერტის დასკვნა საცხოვრებლის ღირებულების შესახებ.ადმინისტრაციული დაპირების მქონე (რიგში მდგომ) დევნილებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას იმ მრავალბინიან კორპუსებში, სადაც მათ სახელმწიფო ბინას სთავაზობს. მათ შეუძლიათ თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. ამასთან კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში - 470 დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული - ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
https://sputnik-georgia.com/20210928/saxelmwifo-570-devnil-ojaxs-saxlebs-sheuzens-259969627.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259284149_449:37:3068:2001_1920x0_80_0_0_9fc6f754ff3ea3a02ad60adb091526c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში
დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა
15:46 19.12.2021 (განახლებულია: 15:48 19.12.2021) დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა, ნათქვამია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
განცხადებაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ცვლილებების თანახმად, ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. მაგალითისთვის, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 32 ათასი ლარის ნაცვლად 40 ათას ლარად შეუსყიდის.
გარდა ამისა, შესასყიდი სახლის შესახებ მონაცემების წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 3 თვის ნაცვლად 6-თვიანი ვადა ეძლევათ. აღარ არის საჭირო ექსპერტის დასკვნა საცხოვრებლის ღირებულების შესახებ.
28 სექტემბერი 2021, 16:21
ადმინისტრაციული დაპირების მქონე (რიგში მდგომ) დევნილებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, არ დაელოდონ მშენებლობების დასრულებას იმ მრავალბინიან კორპუსებში, სადაც მათ სახელმწიფო ბინას სთავაზობს. მათ შეუძლიათ თავად მოიძიონ საცხოვრებელი ბინა, რომელსაც შემდგომ სააგენტო შეუსყიდის. ამასთან კვადრატული მეტრის მაქსიმალური ღირებულება თბილისში 550 დოლარის, ხოლო რეგიონებში - 470 დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენს. თანხის საერთო რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული - ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.