https://sputnik-georgia.com/20220401/qutaissi-mkvleloba-gaxsnilia-265687134.html
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
Sputnik საქართველო
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T23:14+0400
2022-04-01T23:14+0400
2022-04-01T23:34+0400
შემთხვევები საქართველოში
ქუთაისი
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473209_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_d76443d31cd438618cb4672718d4703b.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემთხვევა 31 მარტს ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოხდა.როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას 43 წლის მეგობარ მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.ტრაგედია ქუთაისში: ახალგაზრდა ქალმა მამაკაცს ყელი გამოჭრა>>სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო: შსს
ქუთაისი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259473209_344:0:1400:792_1920x0_80_0_0_4d250de62eeccae40c7f3bec1eff4398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი , საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა: დაკავებულია ახალგაზრდა ქალი
23:14 01.04.2022 (განახლებულია: 23:34 01.04.2022) დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 27 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 31 მარტს ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას 43 წლის მეგობარ მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.