ქუთაისში 800 დევნილი ოჯახი ახალმოსახლეობას იზეიმებს

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
უწყების ცნობით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულების ფაზაშია და იძულებით გადაადგილებული პირები ახალმოსახლეობას მიმდინარე წლის შემოდგომაზე იზეიმებენ.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, უახლოეს პერიოდში ამავე რაიონის მიმდებარედ კიდევ 720 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ახალი კორპუსების მშენებლობა დაიწყება.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.
რუსთავის მერიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
ყველა ახალი ამბავი
0