https://sputnik-georgia.com/20220401/qartuli-ocneba-riggarese-arcevnebze-mosalodnel-provokaciebze-saubrobs-265683065.html
„ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს
„ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს
Sputnik საქართველო
„ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T21:09+0400
2022-04-01T21:09+0400
2022-04-01T23:02+0400
პოლიტიკა საქართველოში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661815_0:0:1037:583_1920x0_80_0_0_b647099a1d5a033f1ff27a1b86c9010a.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.საქართველოს პარლამენტსა და ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამ დღეს რუსთავისა და გარდაბნის ოლქებში აირჩევენ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში – საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს.მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს.„აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი", – აღნიშნა მდინარაძემ.მდინარაძემ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კი გამარჯვება უსურვა. მისი სიტყვებით, მმართველმა პარტიამ წარადგინა ღირსეული კანდიდატები და, ყველა კვლევის თანახმად, მათ კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ.„ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა მან.მდინარაძის თქმით, წინასაარჩევნო განწყობის მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება. ამის გამო მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან.საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს – მდინარაძე>>„მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სავარძლისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.რუსთავსა და გარდაბანში არჩევნების ჩასატარებლად 127 უბანი გაიხსნება, მათ შორის სამი – ციხეში; ხოლო ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩასატარებლად 14 უბანია.არჩევნებს 42 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან, კენჭისყრის გასაშუქებლად მასმედიის 14 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.რუსთავსა და გარდაბანში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს მაჟორიტარული წესით არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქ რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებს, ის დაინიშნა შემოდგომაზე არჩეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661815_97:0:1017:690_1920x0_80_0_0_ff2870027d78f37bb83ae94dc92908fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები, საქართველო
„ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს
21:09 01.04.2022 (განახლებულია: 23:02 01.04.2022) „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, არ შეუშალოს ხელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებზე მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტსა და ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ამ დღეს რუსთავისა და გარდაბნის ოლქებში აირჩევენ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში – საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს.
„მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს.
„აგრეთვე მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი", – აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძემ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კი გამარჯვება უსურვა. მისი სიტყვებით, მმართველმა პარტიამ წარადგინა ღირსეული კანდიდატები და, ყველა კვლევის თანახმად, მათ კონკურენტებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ.
„ამ არჩევნებს აქვს სერიოზული დატვირთვა ბათუმისთვის. სწორედ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდეს თუნდაც მინიმალური შანსი, დაბრკოლებები შეუქმნას ბათუმის განვითარებას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა მან.
მდინარაძის თქმით, წინასაარჩევნო განწყობის მონაცემები „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აქვს და მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება. ამის გამო მათ გადაწყვიტეს, ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან.
„მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ, სავარაუდოდ, ტელეეკრანებიდან ვიხილავთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სავარძლისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნებიდან“.
რუსთავსა და გარდაბანში არჩევნების ჩასატარებლად 127 უბანი გაიხსნება, მათ შორის სამი – ციხეში; ხოლო ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების ჩასატარებლად 14 უბანია.
არჩევნებს 42 ადგილობრივი და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან, კენჭისყრის გასაშუქებლად მასმედიის 14 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
რუსთავსა და გარდაბანში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს მაჟორიტარული წესით არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქ რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის არჩევნებს, ის დაინიშნა შემოდგომაზე არჩეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.