https://sputnik-georgia.com/20220401/qartul-animaciur-films-amsterdamsi-acveneben-265681095.html
ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" ამსტერდამში აჩვენებენ
ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" ამსტერდამში აჩვენებენ
Sputnik საქართველო
ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად... 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T19:48+0400
2022-04-01T19:48+0400
2022-04-01T22:39+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ნიდერლანდები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262830820_0:128:2048:1280_1920x0_80_0_0_6c84cca57b1a75781158134f3dd1641b.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალ Kaboom-ის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.Kaboom-ის საკონკურსო პროგრამა ამსტერდამში 28 მარტს გაიხსნა და 3 აპრილამდე გასტანს. ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება როგორც კინოთეატრში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე.რაც შეეხება ქართულ ფილმს „მიტოვებული სოფელი“, მისი ჩვენება გაიმართება 2 აპრილს ამსტერდამის კინომუზეუმში EYE, 15:00 საათზე. ასევე 2 აპრილს ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკი იქნება Filmmakers Talk-ის მონაწილე.„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.ქართულმა ანიმაციამ „მიტოვებული სოფელი" სარდინიის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა>>ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. ასევე 2021 წლის დეკემბერში ფილმი სარდინიის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.
საქართველო
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0d/262830820_161:110:1830:1362_1920x0_80_0_0_b5446309adda64503145fe8e5c7a374e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ნიდერლანდები
ქართულ ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი" ამსტერდამში აჩვენებენ
19:48 01.04.2022 (განახლებულია: 22:39 01.04.2022) ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული სამყარო.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ამსტერდამის საერთაშორისო ფესტივალ Kaboom-ის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
Kaboom-ის საკონკურსო პროგრამა ამსტერდამში 28 მარტს გაიხსნა და 3 აპრილამდე გასტანს. ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება როგორც კინოთეატრში, ასევე ონლაინ პლატფორმაზე.
რაც შეეხება ქართულ ფილმს „მიტოვებული სოფელი“, მისი ჩვენება გაიმართება 2 აპრილს ამსტერდამის კინომუზეუმში EYE, 15:00 საათზე. ასევე 2 აპრილს ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკი იქნება Filmmakers Talk-ის მონაწილე.
„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.
ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. ასევე 2021 წლის დეკემბერში ფილმი სარდინიის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.