კონტრაქტი შეწყდა! - კვარაცხელიას ტრანსფერით „რუბინი“ ვეღარ „გამდიდრდება“

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
აქამდე ხვიჩა კვარაცხელიასა და „რუბინს“ შორის კონტრაქტი მხოლოდ შეჩერებული იყო და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებისთანავე ქართველი ფეხბურთელი რუსულ კლუბში უნდა დაბრუნებულიყო.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიასა და ყაზანის „რუბინს“ შორის კონტრაქტი შეწყდა.
ყაზანურმა კლუბმა 24 მარტს ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ფიფა/უეფას ახალი წესებიდან გამომდინარე, 21 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეჩერდა. აღნიშნული წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელია 30 ივნისამდე სხვა კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს არ გააფორმებდა, რუსულ გუნდში მოუწევდა დაბრუნება.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქართველი ფეხბურთელი საქართველოს მოქმედ ჩემპიონის ბათუმის „დინამოს“ რიგებში ჩაირიცხა, თუმცა კონტრაქტის დეტალები ცნობილი ამ დრომდე არ არის. თუ ბათუმური კლუბი კვარაცხელიასთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, მომავალში მისი ტრანსფერით ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს ჩემპიონი იხეირებს (საუბარია 10-15 მილიონ ევროზე), თუმცა, შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა იჯარის ხელშეკრულებაც გააფორმოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე „დინამო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლის“ პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა. იტალიური გამოცემის თანახმად, ქართველმა ფეხბურთელმა სანაკრებო პაუზის დროს, ალბანეთთან ამხანაგურ მატჩამდე მიკროტრავმა „მოიმიზეზა“ და ნეაპოლში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ იტალიურ კლუბს ზაფხულში დატოვებს ლორენცო ინსინიე, რომელიც კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს. შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „ნაპოლიმ“ მარცხენა ვინგერის დანაკლისი აუცილებლად უნდა შეივსოს. კვარაცხელიას ამ პოზიციაზე კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელი შემტევი ადნან იანუზაი უწევს.
უკრაინა–რუსეთს შორის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია.
ყველა ახალი ამბავი
0