https://sputnik-georgia.com/20220325/xvicha-kvaracxelia-batumis-dinamos-pexburtelia-265496663.html
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია
Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და კონტრაქტის საბოლოო დეტალებსაც შეათანხმებს. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T17:37+0400
2022-03-25T17:37+0400
2022-03-25T21:46+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715972_0:106:2856:1714_1920x0_80_0_0_e83f878bd742b38560f4a7b3666433a5.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ ბათუმური კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.ამ ეტაპზე შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის. ასევე უცნობია ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ გუნდში 6-თვიანი იჯარის წესით გადავა თუ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.გუშინ ყაზანის „რუბინმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელი წლების განმავლობაში ირიცხებოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი შეჩერდა.უნდა აღინიშნოს, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაწყვეტილა, საუბარია მხოლოდ შეჩერებაზე. უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მოსაძებნად დრო 30 ივნისამდე აქვს. ამ დროის განმავლობაში თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, ყაზანში დაბრუნება მოუწევს. ამ დროისათვის ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია დღეს გასამართი მატჩისთვის ემზადება, სადაც საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთთან სათამაშოდ (29 მარტს) გაემგზავრება.აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.
https://sputnik-georgia.com/20220324/ukve-oficialurad-rubinsa-da-kvaracxelias-soris-kontraqti-secerda-265477894.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251715972_210:0:2747:1903_1920x0_80_0_0_3cfe0f4bddfc44c7ce2ec26a572b33d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია
17:37 25.03.2022 (განახლებულია: 21:46 25.03.2022) ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და კონტრაქტის საბოლოო დეტალებსაც შეათანხმებს.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ ბათუმური კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ამ ეტაპზე შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის. ასევე უცნობია ქართველი ფეხბურთელი ბათუმურ გუნდში 6-თვიანი იჯარის წესით გადავა თუ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.
გუშინ ყაზანის „რუბინმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელი წლების განმავლობაში ირიცხებოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი შეჩერდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაწყვეტილა, საუბარია მხოლოდ შეჩერებაზე. უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მოსაძებნად დრო 30 ივნისამდე აქვს. ამ დროის განმავლობაში თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, ყაზანში დაბრუნება მოუწევს.
ამ დროისათვის ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია დღეს გასამართი მატჩისთვის ემზადება, სადაც საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთთან სათამაშოდ (29 მარტს) გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.