https://sputnik-georgia.com/20220324/ukve-oficialurad-rubinsa-da-kvaracxelias-soris-kontraqti-secerda-265477894.html
უკვე ოფიციალურად! „რუბინსა“ და კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა
უკვე ოფიციალურად! „რუბინსა“ და კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა
Sputnik საქართველო
30 ივნისამდე თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, მას ყაზანში დაბრუნება მოუწევს
2022-03-24T19:32+0400
2022-03-24T19:32+0400
2022-03-24T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264437966_0:147:1440:957_1920x0_80_0_0_22d2db5eeb1b4a1279158881252a3078.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ყაზანის „რუბინი“ და ქართველი შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „რუბინის“ ადმინისტრაციამ დაადასტურა.უნდა აღინიშნოს, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაწყვეტილა, საუბარია მხოლოდ შეჩერებაზე. უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მოსაძებნად დრო 30 ივნისამდე აქვს. ამ დროის განმავლობაში თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, ყაზანში დაბრუნება მოუწევს.აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის „დინამოს“ ვებ-გვერდზე გაჩნდა წარწერა: Say what? kvara is here („რა ვთქვათ? – კვარა აქ არის“). გუშინ კი გუნდმა გამოაქვეყნა სურათი კითხვით – „Guess who? გამოიცანი ვინ არის“ და მასზე გამოსახულია ხვიჩა კვარაცხელიას კონტური. ეს ცნობილი ფოტოა, სადაც საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.ამ დროისათვის ქართველი ნახევარმცველი ქალაქ სარაევოში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია ბოსნია-ჰერცეგოვინასა (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.აღსანიშნავია, 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.წყარო - საფხებურთო კლუბ „ყაზანის“ ვებგვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0e/264437966_194:138:1287:958_1920x0_80_0_0_055530803b0760861f8f46a905b95f39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტი შეჩერება დინამო ბათუმი
„რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტი შეჩერება დინამო ბათუმი
უკვე ოფიციალურად! „რუბინსა“ და კვარაცხელიას შორის კონტრაქტი შეჩერდა
19:32 24.03.2022 (განახლებულია: 23:05 24.03.2022) თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს 30 ივნისამდე ვერ გააფორმებს, მას ყაზანში დაბრუნება მოუწევს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ყაზანის „რუბინი“ და ქართველი შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „რუბინის“ ადმინისტრაციამ დაადასტურა.
„ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც მხარეებმა ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. მადლობა ხვიჩას „რუბინში“ გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ!“ – წერია კლუბის განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ გუნდსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი არ გაწყვეტილა, საუბარია მხოლოდ შეჩერებაზე. უკრაინა–რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე ფიფამ და უეფამ რუსეთს სანქციები დააკისრეს, მათ საფუძველზე კი რუსეთში მოთამაშე ნებისმიერ ლეგიონერს ზაფხულამდე კლუბის დატოვება ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მოსაძებნად დრო 30 ივნისამდე აქვს. ამ დროის განმავლობაში თუ ქართველი ფეხბურთელი სხვა გუნდთან სრულფასოვან კონტრაქტს ვერ გააფორმებს, ყაზანში დაბრუნება მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის „დინამოს“ ვებ-გვერდზე გაჩნდა წარწერა: Say what? kvara is here („რა ვთქვათ? – კვარა აქ არის“). გუშინ კი გუნდმა გამოაქვეყნა სურათი კითხვით – „Guess who? გამოიცანი ვინ არის“ და მასზე გამოსახულია ხვიჩა კვარაცხელიას კონტური. ეს ცნობილი ფოტოა, სადაც საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავს.
ამ დროისათვის ქართველი ნახევარმცველი ქალაქ სარაევოში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფება. კვარაცხელია ბოსნია-ჰერცეგოვინასა (25 მარტს) და ალბანეთთან (29 მარტს) ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
აღსანიშნავია, 21 წლის ქართველ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინის“ ღირსება რუსეთის პრემიერლიგის 19 მატჩში დაიცვა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.