ავარია შარტავას ქუჩაზე: დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე მდგომ რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმები ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან.
შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დეტალები: დაკავებულს ბრალი წარედგინა>>
სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გუშინვე დააკავეს. დღეს მას ბრალი წაუყენეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის/მართლმსაჯულების განხორციელებისათვის თავის არიდების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", – აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 19 მაისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0