რუსეთმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
რუსულ „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლებიც.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რუსეთმა მასზე დაკისრებული სანქციების საპასუხო ზომები შეიმუშავა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„შეზღუდვები ეხება ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობას, მათ შორის რამდენიმე ევროკომისარს და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ისევე, როგორც ევროპარლამენტის დეპუტატების დიდ უმრავლესობას, რომლებიც ანტირუსულ პოლიტიკას ეწევიან“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი აფართოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ წარმომადგენელთა სიას, ვისაც რუსეთის ფედერაციაში შესვლა ეკრძალება.
რუსეთის „შავ სიაში“ მოხვდნენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობებისა და პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებიც „პირადად არიან პასუხისმგებელი ანტირუსული სანქციების ხელშეწყობაზე, რუსოფობური განწყობების გაღვივებასა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების შელახვაზე“, ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და ვაშინგტონის სხვა მაღალჩინოსნებს.
ყველა ახალი ამბავი
0