https://sputnik-georgia.com/20220331/referendumze-saubari-cxinvalsi-miurebelia-zalkaliani-265649707.html
საუბარი რეფერენდუმზე ცხინვალში მიუღებელია - ზალკალიანი
საუბარი რეფერენდუმზე ცხინვალში მიუღებელია - ზალკალიანი
Sputnik საქართველო
ცხინვალის რეგიონში იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების საკითხზე. 31.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-31T17:28+0400
2022-03-31T17:28+0400
2022-03-31T21:37+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონი
აფხაზეთი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997444_0:0:1292:727_1920x0_80_0_0_6d68a12e1cd90fca097ad1ae8eec895f.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა საუბარს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში, რადგან იქიდან ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი.გუშინ „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე შეიძლება 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთების შემთხვევაში ერთიან სუბიექტს შეიძლება ეწოდოს ოსეთი–ალანია. როგორც ბიბილოვმა თქვა, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთთან.მისი თქმით, არანაირ რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში იურიდიული ძალა არ ექნება.„არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე განდევნილია საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან პოლიტიკას ემხრობა.„ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია ძალის არგამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა ზალკალიანმა.პაპუაშვილი: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ ექნება>>მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ განმეორდეს საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ცხინვალის რეგიონი
აფხაზეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249997444_135:0:1147:759_1920x0_80_0_0_f9a2dbc506dc693f683daaceaa248686.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, საქართველო
საუბარი რეფერენდუმზე ცხინვალში მიუღებელია - ზალკალიანი
17:28 31.03.2022 (განახლებულია: 21:37 31.03.2022) ცხინვალის რეგიონში იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთების საკითხზე.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუღებელი უწოდა საუბარს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ცხინვალის რეგიონში, რადგან იქიდან ასობით ათასი ადამიანია გამოდევნილი.
გუშინ „სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე შეიძლება 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის შეერთების შემთხვევაში ერთიან სუბიექტს შეიძლება ეწოდოს ოსეთი–ალანია. როგორც ბიბილოვმა თქვა, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები რუსეთთან.
„დღევანდელ მძიმე სიტუაციაში, სამწუხაროდ, კვლავ ისმის სხვადასხვა სახის მოწოდება, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან, რომლებიც ღირებულია როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.
მისი თქმით, არანაირ რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში იურიდიული ძალა არ ექნება.
„არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე განდევნილია საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან პოლიტიკას ემხრობა.
„ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკის, რომელიც მიმართულია ძალის არგამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ განმეორდეს საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.