პაპუაშვილი: სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ ექნება

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე რეფერენდუმებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას.
ბიბილოვის თქმით, სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილს ჩატარდეს. ამ დროისათვის რუსეთთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ამ დრომდეც იყო მცდელობები და მსგავსი ტიპის მიმართვები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იქნება არანაირი სამართლებრივი შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0