ქობულეთში მაშველებმა დელფინი სიკვდილს გადაარჩინეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდელფინი
დელფინი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
დელფინი წყალმცენარეებსა და ბადეში იყო გაბმული.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ქობულეთში მაშველებმა ზღვის სანაპიროსთან დელფინი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ზღვაში მაშველებმა დელფინი იმ დროს შენიშნეს, როდესაც ის სანაპიროსთან ახლოს წყალმცენარეებსა და ბადეში იყო გაბმული და გათავისუფლებას ვერ ახერხებდა.
სამაშველო კატარღის დახმარებით მაშველებმა დელფინი ბადიდან გამოათავისუფლეს. მოგვიანებით ის ზღვაში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხო არეალში გაუშვეს.
ყველა ახალი ამბავი
0