ღარიბაშვილი: 31 მარტის რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა მყარი საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, შეუქცევადი გახადა სვლა მიზნისკენ, რომლისთვისაც ქართველთა არაერთი თაობა იბრძოდა და შრომობდა, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ზუსტად 31 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამ დღეს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და მოსახლეობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

„ამ დღეს სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა სახელმწიფოებრიობის აღდგენის გადაწყვეტილება. სწორედ ხალხის ამ ერთსულოვანი ნებით იხელმძღვანელა უზენაესმა საბჭომ იმავე წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა — ეს არის ბევრი ადამიანის მონაპოვარი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება.
„ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
1991 წლის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა 90,79%-მა, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. დამოუკიდებლობას 99,08%-მა მისცა ხმა.
რეფერენდუმის შედეგები 5 აპრილს გამოაცხადეს. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს აღნიშნავს — საქართველოში 1918 წელს მიღებული პირველი დამოუკიდებლობის აქტის დღეს.
ყველა ახალი ამბავი
0