მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ საპასუხი სავიზო შეზღუდვები დაუწესა ამერიკელ ჩინოვნიკებს, განაცხადა ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვენ ვენბინმა ბრიფინგზე.
ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, სახელდობრ ვის შეეხება აღნიშნული ზომები.

„ჩინეთის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით ჩინეთმა გადაწყვიტა შემოიღოს ადმინისტრაციული შეზღუდვები აშშ-ის ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ ადამიანის უფლებების შესახებ და ზიანს აყენებენ ჩინეთის ინტერესებს“, — განაცხადა დიპლომატმა.

მანამდე, 22 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე ჩინელ ოფიციალურ პირს დაუწესა სავიზო შეზღუდვები ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ რეპრესიების გამო. ამასთან უწყებაში არც სანქცირებული ჩინოვნიკების რაოდენობა დაუსახლებიათ და არც მათი ვინაობა.
ყველა ახალი ამბავი
0