მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩავუშოღლუ კულებასა და ლავროვის ახალ შეხვედრაზე მუშაობს

© © Annegret Hilse / Pool via APმევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თურქეთი რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტელეარხ Ahaber-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სტამბულში მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ამ ეტაპზე ანკარა ვერ ხედავს „იმ შედეგების რეალიზაციას, რაც სტამბულში შეხვედრის ბოლოს გამოცხადდა“.
ჩავუშოღლუს მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უფრო მაღალ — საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეიძლება გაიმართოს მომდევნო ერთ-ორ კვირაში.

„ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მე გუშინ ვესაუბრე ამ თემაზე [რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს] ლავროვსა და კულებას. ლავროვს ახლა ვიზიტები აქვს ჩინეთსა და ინდოეთში, კულება კი დასავლეთშია“, — განაცხადა თურქმა მინისტრმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი არ აპირებს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში.
„უკრაინის მოთხოვნა, რომ თურქეთი იყოს [უკრაინის უსაფრთხოების] გარანტი, თურქეთისადმი ნდობას მოწმობს. ხოლო კომენტარები, რომ თურქეთი თავის ჯარისკაცებს გაგზავნის, არ შეესაბამება რეალობას“, — აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მანამდე, 10 მარტს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, სადაც დიპლომატიური ფორუმი მიმდინარეობდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მევლუთ ჩავუშოღლუ.
ყველა ახალი ამბავი
0