საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირი დამნაშავედ ცნეს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გასულ კვირას ათასობით ადამიანი გამოვიდა საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ოციდან სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო.
საქართველოს დიდ ქალაქებში 27 მარტს საწვავზე ფასების შემცირების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. თბილისში მომიტინგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულთაგან თითოეულმა უნდა გადაიხადოს 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, მათი სასამართლო დღეს, ასევე, ადვოკატების თხოვნით, 5 აპრილს გაიმართება.
შემცირდება თუ არა საქართველოში აქციზი და დღგ საწვავზე>>
აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა დააყენეს: საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება, შემცირება ან შეჩერება და დღგ-ის გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც, აქციის მონაწილეთა განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.
საწვავზე ფასების ზრდის ბოლო ეტაპი საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი „ნახტომი“ მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი თითქმის 12%-ით გაძვირდა, ერთი ლიტრის ფასი თითქმის 3,8 ლარს აღწევს, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინი თითქმის 4 ლარი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0