რუსეთის საელჩომ ბერლინში საბჭოთა მემორიალის „შეურაცხყოფა“ გააპროტესტა

© photo: Sputnik / Vitaliy Savelievგერმანიაში რუსეთის საელჩო
გერმანიაში რუსეთის საელჩო - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გერმანიაში რუსეთის საელჩომ ნოტა გაუგზავნა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც საბჭოთა სამხედრო მემორიალებისა და სამარხების შეურაცხყოფა გააპროტესტა, ნათქვამია დიპლომატიური მისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსული დიპლომატიური მისია 29-30 მარტის ღამით მომხდარმა აღაშფოთა, როცა ბერლინის ტიერგარტენის რაიონში მდებარე მსოფლიოში ცნობილი მემორიალის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილი — საბჭოთა ტანკები უკრაინის დროშებით დაფარეს.
საელჩოში მიაჩნიათ, რომ „ეს ინციდენტი ნაციზმისგან ევროპის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის შეურაცხყოფაა“.

„საელჩომ ნოტა გაუგზავნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელშიც საუბარია გერმანიაში საბჭოთა სამხედრო საფლავებისა და მემორიალების შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე, ასევე რუსეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის 1992 წლის 16 დეკემბრის შეთანხმების მკაცრად დაცვის აუცილებლობაზე, რომელიც სამხედრო საფლავების მოვლას ითვალისწინებს. [საელჩომ] დამნაშავეების მოძებნა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა“, — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ბერლინის პოლიციამ РИА Новости-ს ბერლინში ორ მემორიალზე ვანდალური თავდასხმის შესახებ აცნობა — ტრეპტოვ-პატრკსა და ტირგარტენში. პირველ შემთხვევაში უცნობმა პირებმა მემორიალის თაღი შეღებეს, ხოლო ტირგარტენში პოსტამენტებზე მდგარი ორი საბჭოთა ტანკი შეფუთეს უკრაინის დროშებით.
პოლიციის ცნობით, ანგარიში პროკურატურას გაეგზავნება, რომელიც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.
ყველა ახალი ამბავი
0