ეკონომიკის მინისტრი: ინფლაციის დონე აპრილიდან დაიკლებს

© AFP 2024 / Peter Parksცარიელი დახლები
ცარიელი დახლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2022
გამოწერა
დავითაშვილის თქმით, დღეს მოწოდების არანაირი პრობლემა არ არსებობს და ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ იქნება.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აპრილიდან ინფლაციის დონის შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის ოპტიმისტური გათვლა განპირობებულია საგარეო ბაზრებზე შექმნილი ფაქტორებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
2022 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13,7% (3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში) შეადგინა.

რეგიონი ახალ გარემოებებზე ადაპტაციას მოახდენს და, ბუნებრივია, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ მიწოდების ჯაჭვში მთავარი შეფერხებები გარკვეულწილად აღმოვფხვრათ. კერძოდ, უნდა მოხდეს მიწოდების მარშრუტების, არხების, სატვირთო ნაკადების გადალაგება“, – განაცხადა დავითაშვილმა „პირველ არხზე“.

მისი თქმით, ფიუჩერსული გარიგებები ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე უკვე დაკლებულია მიმდინარე ფასებთან შედარებით და თუ ახალი გარემოებები არ შეიქმნა, პროგნოზი გამართლდება.
მინისტრის აზრით, ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს, რადგან ომით გამოწვეული შოკის ეფექტი გადავლილია და რეალურად სიტუაცია უკვე უნდა დასტაბილურდეს.
„მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ დავინახეთ, რომ ცრუ ინფორმაციის საფუძველზე პანიკურად იყო მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე. ამას ობიექტური ფაქტორი რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდებოდა ის, ვინც მარაგებს შეიძენდა, მაგრამ ვხედავთ, რომ დახლები ივსება და, პირიქით, იმპორტიორებმა ზედმეტი შეკვეთებიც გააკეთეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ქართველი იმპორტიორები სურსათზე ფასების ზრდას პროგნოზირებენ>>>
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ზარალდება მომხმარებელი, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების სპეკულაციურ ზრდას იწვევს.
მარტის დასაწყისში მოსახლეობა მასობრივად ყიდულობდა შაქარს, მარილს, მზესუმზირის ზეთს, ბურღულეულს იმის შიშით, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო აღნიშნულ პროდუქციაზე დეფიციტი შეიქმნებოდა. მმართველმა პარტიამ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში ოპოზიცია და მასმედია დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, სწორედ ოპოზიციური ტელეარხები ქმნიან პანიკას მოსახლეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0