უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით ავტობუსის სპეციალური რეისები ქალაქ ლვოვიდან სრულდება.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დამატებითი რეისის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ხელისუფლების ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება. უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით ქალაქ ლვოვიდან დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისი – ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით ავტობუსი 30 მარტს, უკრაინის დროით 09:00 საათზე გავა.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
გაკვეთილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0