სკანდალი გრძელდება: საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობა
საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
საქართველოში ელჩების დანიშვნის კომპეტენციის საკითხი საკანონმდებლო ჩიხში მოექცა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ელჩების დანიშვნის თემამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ხელისუფლებას შორის ღია კონფლიქტი გამოიწვია.
სამშაბათს მასმედიაში გავრცელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ არცერთი წარდგენილი ელჩის კანდიდატურა არ დაუბლოკავს.

„სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონსტიტუციით აქვს მინიჭებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლება, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობისადმი პასუხი არ დააყოვნეს.
„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და ყველა მათგანი დაინიშნა.
საქართველოში ელჩების დანიშვნის კომპეტენციის საკითხი საკანონმდებლო ჩიხში მოექცა. კონსტიტუციის თანახმად, ელჩების დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მხოლოდ სიმბოლურად უნდა მოაწეროს ხელი დანიშვნებს, რადგან საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა და კანდიდატების შერჩევა მთავრობის კომპეტენციაა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სურდათ აღნიშნულ საკითხზე საჩივრით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, თუმცა კანონის თანახმად, შეუძლებელია გასაჩივრდეს პრეზიდენტის ქმედება ან უმოქმედობა, არამედ მხოლოდ მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი.
ამასთან დაკავშირებით, მმართველმა პარტიამ მოამზადა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს საკონსტიტუციო სასამართლოს განიხილოს აღნიშნული საკითხი და უპასუხოს კითხვას, ვის კომპეტენციაში შედის ელჩების დანიშვნა - მთავრობის, რომელიც ირჩევს კანდიდატებს და წარუდგენს პრეზიდენტს, თუ პრეზიდენტის, რომელიც ხელს აწერს დანიშვნას.
კანონი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“: პარლამენტში ცვლილებების განხილვა გადაიდო >>
ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ბრალდებების ფონზე იმის შესახებ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის დასჯას ცდილობს, კანონპროექტის წარდგენის პროცესის ორი კვირით გადადება გადაწყვიტა, რათა პარლამენტს მისი სრულფასოვანი განხილვის შესაძლებლობა მიეცეს.
ყველა ახალი ამბავი
0