საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2022-ში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2022 მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2022-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია სტუმრობს.
თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 12 თანამონაწილე კომპანიასთან ერთად ერთიანი საპრომოციო სტენდით არის წარმოდგენილი.
გამოფენის სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ბეჭდურ საპრომოციო მასალას.
უწყების ცნობით, ღონისძიებაში ქართული მხრიდან ასევე ჩართული არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.

„ჩვენ ყოველთვის გვეზრდება ვიზიტორთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან. ორწლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენაზე სწორად იყოს საქართველო პოზიციონირებული და ეს დასტურდება კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესით“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.

ჯანიაშვილი გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს მართავს წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისრაელელი ტურისტებისთვის საქართველო მეორე ადგილზეა მთელ მსოფლიოში საბერძნეთის შემდეგ.

„ის, რომ ძალიან პატარა ქვეყანა საქართველო მეორე ადგილზეა, ეს ჩვენს მიღწევებზე მეტყველებს. კოვიდ-პანდემიის შემდეგ ეს პირველი გახსნაა ჩვენს რეგიონში და საქართველოსთვის და ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ-ათეულში შედის.
ყველა ახალი ამბავი
0