https://sputnik-georgia.com/20220329/irakli-raribasvili-somxetis-sagareo-saqmeta-ministrs-sexvda-265597570.html
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
2022-03-29T20:04+0400
2022-03-29T20:04+0400
2022-03-29T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265597188_0:86:1280:807_1920x0_80_0_0_99ba31cfa80ddd6a5c3a50addd865bcc.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მანამდე ის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს შეხვდა.ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას.ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს >>შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი გააფორმეს ვაჭრობის, მწარმოებლების საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265597188_69:0:1145:807_1920x0_80_0_0_c8e3d5ae328ce645f85b7af2186c8a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
20:04 29.03.2022 (განახლებულია: 23:09 29.03.2022) საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მანამდე ის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს შეხვდა.
ღარიბაშვილთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას", რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა საერთაშორისო ხასიათის ათობით დოკუმენტი გააფორმეს ვაჭრობის, მწარმოებლების საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.