სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს

© Georgian Ministry of Foreign Affairsარარატ მირზოიანი და დავით ზალკალიანი
არარატ მირზოიანი და დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მინისტრებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

„მათ დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სომხეთს შორის მაღალი დონის კონტაქტების დინამიკა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კომისიების გამართვის რეგულარულ ხასიათს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას.
გარდა ამისა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და ხაზი გაუსვეს ამ თარიღის მნიშვნელობას.
ზალკალიანის გარდა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0