„კიკილოს თასი“ - გუდაურში სამთო-სათხილამურო ტურნირი გაიმართება

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
კიკილო ბოლო წლებში გუდაურში ყველაზე ხანდაზმული სათხილამურო ინსტრუქტორი იყო.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. კურორტ გუდაურში 2 აპრილს სამთო-სათხილამურო ტურნირი „კიკილოს თასი“ გაიმართება. ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ.
მათი ცნობით, სპორტული შეჯიბრება 2021 წელს გარდაცვლილი კიკილოს – ზურაბ ვაშაკიძის ხსოვნას ეძღვნება.
ზურაბ ვაშაკიძე დაკავშირებული იყო საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობასთან. კერძოდ, ველოსიპედისა და საცხენოსნო ტურიზმის განვითარებასთან, გუდაურში ზამთრის სპორტის ცენტრის შექმნასთან, ასევე ბაკურიანში, თელავსა და გუდაურში სამთო და სათხილამურო სკოლების დაარსებასთან.
პარალელურად ზურაბ ვაშაკიძემ საქართველოში დანერგა და განავითარა თავისუფალი სტილი. ბოლო წლებში ის გუდაურში ყველაზე ხანდაზმული სათხილამურო ინსტრუქტორი იყო.
„კიკილოს თასი" ტარდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში – 50 წლამდე და 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებსა და მამაკაცებში.
გუდაური სლოუფსტაილის ჩემპიონატს უმასპინძლებს>>
გასულ წელს „კიკილოს თასზე" 50-წლამდელთა შორის საუკეთესო შედეგი გოგა ოგბაიძემ აჩვენა და გამარჯვებული გახდა, 50-ზე უფროსებში კი მიკი გიგინეიშვილი იყო საუკეთესო. სპეციალური ჯილდო ტურნირის ყველაზე ხანდაზმულმა, 82 წლის ვლადიმერ მალოვიჩკო-დგებუაძემაც მიიღო.
ღონისძიებას მუსიკალურად არჩილ ქევანიშვილი („ქევნა“) გააფორმებს.
ყველა ახალი ამბავი
0