გუდაური სლოუფსტაილის ჩემპიონატს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Viktor Kaminskyგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფრისტაილის ყველა მოყვარულს.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ზამთრის კურორტ გუდაურში სლოუფსტაილში საქართველოს ჩემპიონატი 26 მარტს გაიმართება, იუწყება სათხილამურო სპორტის ფედერაცია.
ფრისტაილის ამ სახეობაში სპორტსმენებმა თხილამურებით ან სნოუბორდით დაშვებისას ტრასაზე სხვადასხვა დაბრკოლება უნდა გადალახონ. სლოუფსტაილის მონაწილეების შეფასება ნახტომის ამპლიტუდის, ორიგინალურობისა და ილეთების ხარისხით ხდება.
სლოუფსტაილი სპორტსმენების კარგ ტექნიკურ მომზადებასა და ტრიუკების შესრულებისას სიზუსტეს მოითხოვს, რადგანაც ტრასაზე არასწორმა დაშვებამ შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარის დაგდება და შემდეგი ტრიუკის შესრულება შეუძლებელი გახადოს.

„ისრიალეთ დიდ პარკში White Rabbit საკუთარი სნოუბორდით ან თხილამურებით, გვაჩვენეთ საუკეთესო ტრიუკები და გახდით სლოუფსტაილში საქართველოს ჩემპიონი“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფრისტაილის ყველა მოყვარულს, ამისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
ყველა ახალი ამბავი
0