https://sputnik-georgia.com/20220329/fexburti-saqartvelos-nakrebi-tiranasi-albanets-dauzavda-265602631.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუზავდა
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუზავდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა
2022-03-29T23:45+0400
2022-03-29T23:45+0400
2022-03-30T02:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0c/250018643_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_442668aed5622ef8873550903b0d2a58.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტირანაში, Air Albania-ს არენაზე ალბანეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ დაასრულა.პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო საგოლე მომენტი შექმნეს: 38-ე წუთზე მომენტით ვერ ისარგებლა შემტევმა ალბანელმა ჩეკიჩმა, 42-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა არაზუსტად ითამაშა.მეორე ტაიმში ინიციატივას ალბანელები ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ქართველებმა შექმნეს - შანსი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს, მაგრამ მისი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა: 2:1 კოსოვოსთან, 2:0 შვედეთთან, 1:0 უზბეკეთთან, 1:0 ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა >>ივნისში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გუნდი პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0c/250018643_115:0:1200:814_1920x0_80_0_0_6cc2303478df4f4c1e43753454675035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი საქართველო ნაკრები ტირანა ალბანეთი
ფეხბურთი საქართველო ნაკრები ტირანა ალბანეთი
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები ტირანაში ალბანეთს დაუზავდა
23:45 29.03.2022 (განახლებულია: 02:29 30.03.2022) საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტირანაში, Air Albania-ს არენაზე ალბანეთის ნაკრებთან მატჩი ფრედ დაასრულა.
პირველ ტაიმში მეტოქეებმა თითო საგოლე მომენტი შექმნეს: 38-ე წუთზე მომენტით ვერ ისარგებლა შემტევმა ალბანელმა ჩეკიჩმა, 42-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა არაზუსტად ითამაშა.
მეორე ტაიმში ინიციატივას ალბანელები ფლობდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ქართველებმა შექმნეს - შანსი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს, მაგრამ მისი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა: 2:1 კოსოვოსთან, 2:0 შვედეთთან, 1:0 უზბეკეთთან, 1:0 ბოსნია და ჰერცეგოვინასთან.
ივნისში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. გუნდი პირველ მატჩს 2 ივნისს გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.