https://sputnik-georgia.com/20220329/fexburti-saqartvelos-axalgazrdulma-nakrebma-gorsi-estonetis-nakrebi-daamarcxa-265601274.html
ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა
ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა, საიდანაც სამი მოგებულია
2022-03-29T23:30+0400
2022-03-29T23:30+0400
2022-03-29T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265598335_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_603f61ec47c7e1af94c9d88de316059c.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა (U-21) წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 4:1.რამაზ სვანაძის გუნდს ანგარიშის გახსნის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ 34-ე წუთზე მოახერხა - თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ეფექტურად და ზუსტად შეასრულა პენალტი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასე დააწინაურა - 1:0.საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა ბურთის კონტროლის მხრივ, მაგრამ შემდეგი გოლი მხოლოდ 55-ე წუთზე გავიდა. იმავე მოისწრაფიშვილმა ალექსანდრე კალანდაძის შესანიშნავი პასით ისარგებლა და დუბლი გააფორმა.75-ე წუთზე ესტონელებმა სხვაობა შეამცირეს. მასპინძლის კარში გოლი ალექს ტამმა გაიტანა. 86-ე წუთზე სტუმრებს 10 მოთამაშე დარჩათ – მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ნიკიტა კომისაროვი გააძევა.კიდევ ორი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავიდა. ჯერ მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა ბექა დარცმელიამ, ხოლო საბოლოო ანგარიში შოთა შეყილაძემ დააფიქსირა, რომელიც მოედანზე გოლის გატანამდე ერთი წუთით ადრე გავიდა.რამაზ სვანაძის გუნდმა წაუგებელი სერია 4 შეხვედრამდე გაზარდა, აქედან სამი მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და 21-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265598335_99:0:1379:960_1920x0_80_0_0_aefce7a02baf0dfa68a9f90569370520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი: საქართველო u-21 ნაკრები გორი ესტონეთი
ფეხბურთი: საქართველო u-21 ნაკრები გორი ესტონეთი
ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა
23:30 29.03.2022 (განახლებულია: 23:39 29.03.2022) საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა, საიდანაც სამი მოგებულია.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა (U-21) წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 4:1.
რამაზ სვანაძის გუნდს ანგარიშის გახსნის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ 34-ე წუთზე მოახერხა - თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა ეფექტურად და ზუსტად შეასრულა პენალტი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ასე დააწინაურა - 1:0.
საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა ბურთის კონტროლის მხრივ, მაგრამ შემდეგი გოლი მხოლოდ 55-ე წუთზე გავიდა. იმავე მოისწრაფიშვილმა ალექსანდრე კალანდაძის შესანიშნავი პასით ისარგებლა და დუბლი გააფორმა.
75-ე წუთზე ესტონელებმა სხვაობა შეამცირეს. მასპინძლის კარში გოლი ალექს ტამმა გაიტანა. 86-ე წუთზე სტუმრებს 10 მოთამაშე დარჩათ – მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ნიკიტა კომისაროვი გააძევა.
კიდევ ორი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავიდა. ჯერ მეტოქის მცველის შეცდომით ისარგებლა ბექა დარცმელიამ, ხოლო საბოლოო ანგარიში შოთა შეყილაძემ დააფიქსირა, რომელიც მოედანზე გოლის გატანამდე ერთი წუთით ადრე გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდმა წაუგებელი სერია 4 შეხვედრამდე გაზარდა, აქედან სამი მოიგო. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და 21-წლამდელთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება.