https://sputnik-georgia.com/20220329/awaris-mtavroba-usvilobis-mkurnalobas-daafinansebs-265593808.html
აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობას დააფინანსებს
აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობას დააფინანსებს
Sputnik საქართველო
პროგრამის ბენეფიციარები ის პირები გახდებიან, რომლებიც რეპროდუქციულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. 29.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-29T18:16+0400
2022-03-29T18:16+0400
2022-03-29T22:04+0400
აჭარის მთავრობა
აჭარა
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249916379_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_0d0f2cfa878c3d3f9d5aaf208c9449f5.jpg
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. აჭარის მთავრობამ ჯანდაცვის ახალი პროგრამის ფარგლებში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან პირები, რომლებიც რეპროდუქციულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.მისი თქმით, მომართვიანობიდან გამომდინარე, დაფინანსება მომდევნო წლებში გაიზრდება.როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, უშვილობის დაფინანსება აჭარაში საპილოტო პროექტი იქნება საქართველოსთვის.სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გარდაცვალებულთა რაოდენობამ ახალდაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა. თუ 2019 წელს მოსახლეობის ზრდა 1.637 ადამიანს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მინუს 4.017-ია. შობადობა 3,7%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით.
აჭარა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249916379_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_86337f533bf3cf5d184aa1bcf9356146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
აჭარის მთავრობა , აჭარა , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში
აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობას დააფინანსებს
18:16 29.03.2022 (განახლებულია: 22:04 29.03.2022) პროგრამის ბენეფიციარები ის პირები გახდებიან, რომლებიც რეპროდუქციულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. აჭარის მთავრობამ ჯანდაცვის ახალი პროგრამის ფარგლებში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. ამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
პროგრამის ბენეფიციარები გახდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან პირები, რომლებიც რეპროდუქციულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დავაფინანსოთ. ამ მიმართულებით შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს“, – განაცხადა რიჟვაძემ დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, მომართვიანობიდან გამომდინარე, დაფინანსება მომდევნო წლებში გაიზრდება.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, უშვილობის დაფინანსება აჭარაში საპილოტო პროექტი იქნება საქართველოსთვის.
სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს საქართველოში გარდაცვალებულთა რაოდენობამ ახალდაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა. თუ 2019 წელს მოსახლეობის ზრდა 1.637 ადამიანს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი მინუს 4.017-ია. შობადობა 3,7%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით.