მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეხვედრა სტამბულში: რუსეთი კიევისკენ შემხვედრ ნაბიჯებს დგამს

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები სტამბულში
უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებები სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2022
გამოწერა
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. მოსკოვი კიევისკენ ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ სტამბულში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

„მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიარა. ჩვენ განსახილველად მივიღეთ წინადადებები უკრაინის მხრიდან – ეს გასაგებად ფორმულირებული პოზიციაა შეთანხმებაში ჩასადებად. ეს წინადადებები უახლოეს დროში იქნება განხილული“, – განაცხადა მედინსკიმ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის წინადადებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენებენ და პასუხიც მალევე გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ორი პრეზიდენტის შეხვედრას, მედინსკის თქმით, ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც შეთანხმება მომზადდება.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრ ფომინის განცხადებით, სტამბულში რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ თავდაცვის უწყებამ გადაწყვიტა, „კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტიურობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით“.
ყველა ახალი ამბავი
0