პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა: რამდენი პირი დაისაჯა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
საქართველოში „წვრილმანი ხულიგნობის“ და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლებს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ყველაზე ხშირად იყენებენ.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. პოლიციამ 2021 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 17 მარტამდე პერიოდში 3 ათასზე მეტი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 4,5 ათასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს ორი მუხლი საქართველოში აქციებზე დაკავებების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

საანგარიშო პერიოდში პოლიციამ ჯამში წვრილმანი ხულიგნობის 3.075 ფაქტი გამოავლინა, საიდანაც 1.367 თბილისში, 761 კი აჭარაში დაფიქსირდა.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მთლიანობაში დაეკისრა 2.913 პირს – 2.789 მამაკაცს და 124 ქალს, ამასთან გამოვლენილი სამართალდარღვევების თითქმის ნახევარი დედაქალაქში გამოვლინდა.
შსს-ს ცნობით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ პირთა ასაკი 26-დან 40 წლამდეა. აღნიშნულ პერიოდში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობის 36 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოში წვრილმანი ხულიგნობა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 1 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებები მოხდა>>>
რაც შეეხება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, 2021 წლის 17 მარტიდან 2022 წლის 17 მარტამდე პერიოდში დაფიქსირდა 4.502 ფაქტი, პასუხისმგებლობა დაეკისრა 4.164 პირს.
აღნიშნული სამართალდარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და აჭარაში.
პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცა 103 ქალი.
დამნაშავეთა ასაკი 26-დან 40 წლამდე მერყეობს. არასრულწლოვნების მიერ სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის 40 ფაქტი დაფიქსირდა.
საქართველოში აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს 2-დან 3 ათას ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0