აჭარის მაღალმთიანეთში გზები თოვლმა დაფარა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი აჭარაში
თოვლი აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
მაღალ მთაში გადაუღებლად თოვს, რაც გზების გაწმენდის სამუშაოებს ართულებს.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სინოპტიკოსებმა კვირას გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდებოდა. მთაში მოსალოდნელი იყო ქარბუქი, ზოგან დიდთოვლობა, ნისლი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე იწმინდება თემებთან დამაკავშირებელი გზები.
ორივე მუნიციპალიტეტში რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
მაღალ მთაში გადაუღებლად თოვს, რაც სამსახურების მუშაობას ართულებს.
ყველა ახალი ამბავი
0