https://sputnik-georgia.com/20220327/evropistvis-ass-dan-gazis-miwodeba-klimatur-katastrofas-gamoiwvevs-the-guardian--265533534.html
ევროპისთვის გაზის მიწოდება აშშ-დან კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევს: The Guardian
ევროპისთვის გაზის მიწოდება აშშ-დან კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევს: The Guardian
Sputnik საქართველო
კლიმატოლოგის აზრით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ევროპისთვის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ პირდაპირ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკოლოგიას.
2022-03-27T19:07+0400
2022-03-27T19:07+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/79/248517965_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1b41d7d37b1ca19a0cbd0a40c45c6a10.jpg
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების რუსულიდან ამერიკულ გაზზე გადასვლა შეიძლება გლობალურ კლიმატურ კატასტროფაში გადაიზარდოს. ამის შესახებ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Sierra Club-ის უფროსმა დირექტორმა ენერგეტიკული კამპანიების საკითხებში კელი შიჰანმა (Kelly Sheehan) განაცხადა.მარტის დასაწყისში ვაშინგტონმა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა. იმპორტის აკრძალვის გამოცხადებისას ბაიდენმა აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეუერთდებიან ამ გადაწყვეტილებას. ის ამტკიცებს, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს ევროპას რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში. მან ასევე ისაუბრა გეგმებზე, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის შესახებ.შიჰანის თქმით, შეერთებული შტატებიდან ევროპაში დამატებით 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება, ისევე როგორც მიწოდების შემდგომი ზრდა 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში, გაახანგრძლივებს წიაღისეულ საწვავის მოხმარების ეტაპობრივი შეწყვეტის პერიოდს.ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის კლიმატური სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა კესი სიგელმა დაადასტურა ეკოაქტივისტების შეშფოთება. მისი თქმით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ევროპისთვის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ მსოფლიო ეკოლოგიას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.„ტოქსიკურ ნივთიერებათა ექსპორტისთვის ახალი ობიექტების შექმნა და ათწლეულების განმავლობაში მეთანის გაზის მოხმარების ვადის გახანგრძლივება არის სასიკვდილო განაჩენი მათთვის, ვინც საგანგებო კლიმატური სიტუაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას, თანაც ის ვერ გადაჭრის ამჟამინდელ კრიზისს ევროპაში“, - განაცხადა სიგელმა.მისი თვალსაზრისით, საექსპორტო ტერმინალების, მილსადენების რაოდენობის და წიაღისეული საწვავის წარმოების ზრდა „ჩვენი ალმოდებული მსოფლიოს ცეცხლზე ნავთის დასხმაა“.კატარი ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს ევროპაში >>რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.წყარო - The Guardian
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/79/248517965_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e5d0cda0c0fbe1285ddea447ca5ffa4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა გაზი მიწოდება აშშ კლიმატი კატასტროფა the guardian
ევროპა გაზი მიწოდება აშშ კლიმატი კატასტროფა the guardian
ევროპისთვის გაზის მიწოდება აშშ-დან კლიმატურ კატასტროფას გამოიწვევს: The Guardian
19:07 27.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) კლიმატოლოგის აზრით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ევროპისთვის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ პირდაპირ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკოლოგიას.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების რუსულიდან ამერიკულ გაზზე გადასვლა შეიძლება გლობალურ კლიმატურ კატასტროფაში გადაიზარდოს. ამის შესახებ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Sierra Club-ის უფროსმა დირექტორმა ენერგეტიკული კამპანიების საკითხებში კელი შიჰანმა (Kelly Sheehan) განაცხადა.
მარტის დასაწყისში ვაშინგტონმა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა. იმპორტის აკრძალვის გამოცხადებისას ბაიდენმა აღიარა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეუერთდებიან ამ გადაწყვეტილებას. ის ამტკიცებს, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს ევროპას რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში. მან ასევე ისაუბრა გეგმებზე, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის შესახებ.
შიჰანის თქმით, შეერთებული შტატებიდან ევროპაში დამატებით 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება, ისევე როგორც მიწოდების შემდგომი ზრდა 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში, გაახანგრძლივებს წიაღისეულ საწვავის მოხმარების ეტაპობრივი შეწყვეტის პერიოდს.
„გაზის ექსპორტის ახალი და გაფართოებული სიმძლავრეების გაზრდა წარმოშობს ათწლეულებზე დამოკიდებულებას სარისკო აირად წიაღისეულ საწვავზე და გამოიწვევს კატასტროფებს ჩვენი კლიმატისა და სპარსეთის ყურის თემებისთვის, რომლებიც ისედაც განიცდიან ინდუსტრიულ დაბინძურებას და მზარდ ზემოქმედებას“, - განუცხადა შიჰანმა The Guardian-ს.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის კლიმატური სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა კესი სიგელმა დაადასტურა ეკოაქტივისტების შეშფოთება. მისი თქმით, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ევროპისთვის საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ მსოფლიო ეკოლოგიას პირდაპირ საფრთხეს უქმნის.
„ტოქსიკურ ნივთიერებათა ექსპორტისთვის ახალი ობიექტების შექმნა და ათწლეულების განმავლობაში მეთანის გაზის მოხმარების ვადის გახანგრძლივება არის სასიკვდილო განაჩენი მათთვის, ვინც საგანგებო კლიმატური სიტუაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას, თანაც ის ვერ გადაჭრის ამჟამინდელ კრიზისს ევროპაში“, - განაცხადა სიგელმა.
მისი თვალსაზრისით, საექსპორტო ტერმინალების, მილსადენების რაოდენობის და წიაღისეული საწვავის წარმოების ზრდა „ჩვენი ალმოდებული მსოფლიოს ცეცხლზე ნავთის დასხმაა“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.