https://sputnik-georgia.com/20220327/katari-jerjerobit-ver-caanacvlebs-rusul-gazs-evropasi-265530150.html
კატარი ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს ევროპაში
კატარი ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს ევროპაში
Sputnik საქართველო
კატარის ამჟამინდელი სიმძლავრეები ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნას გაზზე, განაცხადა მინისტრმა
2022-03-27T14:59+0400
2022-03-27T14:59+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23622/59/236225901_0:144:3385:2048_1920x0_80_0_0_0e23347f6a2a237ef52ffd61a0a6d947.jpg
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევროპაში რუსული გაზის სხვა მწარმოებლების გაზით ჩანაცვლება ერთ დღეში შეუძლებელი იქნება, ამას 5-7 წელი დასჭირდება, განაცხადა კატარის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ალ-ქააბიმ.დოჰაში საერთაშორისო კონფერენცია „დოჰას ფორუმზე“ გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა კატარისთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, მაგრამ ჯერჯერობით კატარის გაზის არსებული სიმძლავრე ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნას.მისი თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებამდე კატარი ევროპისთვის 60 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავდა, 2027 წლისთვის კი, სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ - წელიწადში 126 მილიონ ტონამდე.ალ-ქაბიმ აღნიშნა, რომ ყატარი მზად არის მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირისთვის დამატებითი მოცულობების მიწოდებაში აშშ-ის თხოვნით, მაგრამ მისი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 80% ამ დროისთვის წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტებს ძირითადად აზიის ქვეყნებთან. აღნიშნული კონტრაქტები კი არ იძლევა სხვა მყიდველებისთვის მიწოდების გადამისამართების შესაძლებლობას.მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა 2022 წელს უზრუნველყოს თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი მიწოდება ევროპაში - მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23622/59/236225901_0:196:2470:2048_1920x0_80_0_0_b641556ba6b33464814f1e5865870ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კატარი ჩანაცვლება რუსეთი გაზი ევროპა
კატარი ჩანაცვლება რუსეთი გაზი ევროპა
კატარი ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს რუსულ გაზს ევროპაში
14:59 27.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) კატარის ამჟამინდელი სიმძლავრეები ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნას გაზზე, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ევროპაში რუსული გაზის სხვა მწარმოებლების გაზით ჩანაცვლება ერთ დღეში შეუძლებელი იქნება, ამას 5-7 წელი დასჭირდება, განაცხადა კატარის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა საად ალ-ქააბიმ.
დოჰაში საერთაშორისო კონფერენცია „დოჰას ფორუმზე“ გამოსვლისას მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა კატარისთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, მაგრამ ჯერჯერობით კატარის გაზის არსებული სიმძლავრე ვერ დააკმაყოფილებს ევროპულ მოთხოვნას.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებამდე კატარი ევროპისთვის 60 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავდა, 2027 წლისთვის კი, სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ - წელიწადში 126 მილიონ ტონამდე.
ალ-ქაბიმ აღნიშნა, რომ ყატარი მზად არის მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირისთვის დამატებითი მოცულობების მიწოდებაში აშშ-ის თხოვნით, მაგრამ მისი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 80% ამ დროისთვის წარმოადგენს გრძელვადიან კონტრაქტებს ძირითადად აზიის ქვეყნებთან. აღნიშნული კონტრაქტები კი არ იძლევა სხვა მყიდველებისთვის მიწოდების გადამისამართების შესაძლებლობას.
მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა 2022 წელს უზრუნველყოს თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი მიწოდება ევროპაში - მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.