მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთმა ბოსფორში ნაღმის მსგავსი ობიექტი გაანეიტრალა

© REUTERS / UMIT BEKTASბოსფორის სრუტე
ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იღებს საჭირო ზომებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოსფორის სრუტეში ნაღმის მსგავსი ობიექტის განეიტრალების შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости სამხედრო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.
თურქულმა გაზეთმა Star-მა შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოსფორის შესასვლელთან ნაღმის მსგავსი ობიექტის მოძრაობა შეინიშნება.
„2022 წლის 26 მარტს, დილით სამოქალაქო კომერციული გემის მიერ ბოსფორის სანაპირო ზოლში ნაღმის მსგავსი ობიექტის აღმოჩენის შემდეგ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაიგზავნა წყალქვეშა თავდაცვის ჯგუფები (SAS). ნაღმის მსგავსი ობიექტი ჯგუფის წევრებმა კონტროლის ქვეშ აიყვანეს და შემდეგ მოხდა მისი განეიტრალება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების მისადგომებთან დაახლოებით 400-ზე მეტი ნაღმი დაამონტაჟეს. სამსახურმა არ გამორიცხა მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის შესაძლებლობა დინების გამო ბოსფორში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზღვებში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემებს დაავალა თვალყური ადევნონ ნაღმებს, იუწყებოდა გაზეთი Hürriyet. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აუცილებელ ზომებს იღებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
წყარო - РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0