https://sputnik-georgia.com/20220326/turizmis-erovnuli-administracia-tarlitebi-saqartvelos-imijs-azianeben-265524082.html
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თაღლითები საქართველოს იმიჯს აზიანებენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თაღლითები საქართველოს იმიჯს აზიანებენ
Sputnik საქართველო
შსს-ს მონაცემებით, თაღლითების ჯგუფი, რომელშიც სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ, მოქმედებდა ღამის კლუბებში „ქალაქური“ და „როიალი“.
2022-03-26T21:44+0400
2022-03-26T21:44+0400
2022-03-26T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23864/22/238642248_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c2426432581d19c23fec452150c9f813.jpg
თბილისი, 26 მარტი– Sputnik. თაღლითობის ფაქტები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა.შაბათს შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - სულ 13 ადამიანი.შსს-ს მონაცემებით, თაღლითების ჯგუფი, რომელშიც სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ, მოქმედებდა ღამის კლუბებში „ქალაქური“ და „როიალი“.თბილისის კლუბებში თაღლითობაზე 13 პირი დააკავეს - ვიდეო >>დაჯგუფების წევრები უცხოელებს თავს აპატიჟებინებდნენ კლუბში და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23864/22/238642248_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_4f177103aaac1f6c6336c46492ff1d75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი ადმინისტრაცია თაღლითები საქართველო იმიჯი
ტურიზმი ადმინისტრაცია თაღლითები საქართველო იმიჯი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: თაღლითები საქართველოს იმიჯს აზიანებენ
21:44 26.03.2022 (განახლებულია: 21:45 26.03.2022) შსს-ს მონაცემებით, თაღლითების ჯგუფი, რომელშიც სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ, მოქმედებდა ღამის კლუბებში „ქალაქური“ და „როიალი“.
თბილისი, 26 მარტი– Sputnik. თაღლითობის ფაქტები ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მედეა ჯანიაშვილმა.
შაბათს შსს-მ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გახსნის შესახებ განაცხადა. თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - სულ 13 ადამიანი.
„ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს მედეა ჯანიაშვილმა და შსს-ს ოპერატიული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
შსს-ს მონაცემებით, თაღლითების ჯგუფი, რომელშიც სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები შედიოდნენ, მოქმედებდა ღამის კლუბებში „ქალაქური“ და „როიალი“.
დაჯგუფების წევრები უცხოელებს თავს აპატიჟებინებდნენ კლუბში და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.