მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Spiegel: გაზთან დაკავშირებულმა პუტინის სვლამ დასავლეთი საგონებელში ჩააგდო

© photo: Sputnik / Alexey Nikolskyვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2022
გამოწერა
ეკონომისტმა იენს ზიუდეკუმმა ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა მოახერხა „დასავლეთის განცვიფრება“.
თბილისი, 26 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებამ, „არამეგობრულ ქვეყნებში“ გაზის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე გადასვლის შესახებ დასავლურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ნერვული ფონი გამოიწვია, წერს გერმანული ჟურნალი Spiegel.
ამ სვლამ დაბნეულობა გამოიწვია ევროპის ენერგეტიკული კონცერნების საბჭოებში და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის სამინისტროებში და აიძულა მათი წარმომადგენლები „შუბლი შეეკრათ“, წერენ გამოცემის ავტორები. როგორც ეკონომისტმა იენს ზიუდეკუმმა ჟურნალთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ლიდერმა მოახერხა „დასავლეთის განცვიფრება“.
„ამით პუტინი გვაიძულებს, გვერდი ავუაროთ ჩვენს მიერვე დაწესებულ სანქციებს”, - განმარტა ზიუდეკუმმა.
იმავდროულად, ვალუტის სპეციალისტი პიტერ ბოფინგერი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი მსგავსი ქმედებებით ცდილობს რუბლის გამყარებას.
„თუ დასავლელი კლიენტები იძულებულნი იქნებიან იყიდონ რუბლი დოლარსა და ევროში, მაშინ გაიზრდება მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე და, შესაბამისად, მისი კურსიც გაიზრდება“, - ამბობს ის.
გარდა ამისა, Spiegel-ის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს მიზნები საკმაოდ მიღწევადია. ამასთან, ეკონომისტმა კლაუს-იურგენ გერნმა დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ამ ვითარებაში, რუსეთის ცენტრალური ბანკი დაიწყებს რუბლის გაყიდვას გაზის მომხმარებლებისთვის რუსული ბანკების მეშვეობით, რაც ვალუტის სტაბილიზაციას მოახდენს.
„მაგრამ ამით პუტინი დასავლეთს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან დასავლური სანქციები ამ ფონზე აბსურდული გახდება“, - დაასკვნა გერნმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „არამეგობრულ ქვეყნებში“ გაზის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე გადადის, რადგან ევროკავშირსა და აშშ-ში გაზის მიწოდება მათ ვალუტებში უკვე აზრს მოკლებულია. მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს მიწოდებებს კონტრაქტებში გაწერილი მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, რადგან უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
წყარო - გერმანული ჟურნალი Spiegel.
ყველა ახალი ამბავი
0