https://sputnik-georgia.com/20220326/alergia-bavsvebsi-265521370.html
ალერგია ბავშვებში: ასაკობრივი თავისებურებები და სიმპტომები
ალერგია ბავშვებში: ასაკობრივი თავისებურებები და სიმპტომები
Sputnik საქართველო
ალერგია არის მომატებული მგრძნობელობა - იმუნური სისტემის რეაქცია ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ უნდა იწვევდნენ რამე გართულებას ადამიანის... 26.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-26T18:16+0400
2022-03-26T18:16+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1a/265520857_0:171:3072:1899_1920x0_80_0_0_75213687d3723170d9274c49964646d2.jpg
არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა ალერგეთან შეხებისას ხვდება, რომ საფრთხე არ არსებობს, ხოლო ალერგიულის იმუნურმა სისტემამ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად აღიქვას და სხვადასხვა რეაქციებით დაიწყოს მასთან ბრძოლა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალერგიული დაავადებები, მსოფლიოში გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა. ანუ ისინი საშუალოდ დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება, ხოლო ზოგ ქვეყანაში შესაძლოა ყოველ მეოთხესაც ჰქონდეს.რატომ? ამ კითხვაზე ყველას გვაქვს პასუხი: საკვები, გარემო, ცხოველები, მწერები და ასე შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყველგან შეიძლება იყოს: სახლშიც და მის გარეთაც, ჰაერშიც და საკვებშიც, სათამაშოებშიც და მედიკამენტებშიც, დაბალ ტემპერატურაზეც და მზეშიც.ალერგია შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეს არა მარტო საკვებზე, არამედ ცხოველის ბეწვზე, ფრინველის ბუმბულზე, მწერის ნაკბენზე, მტვერზე, გამონაბოლქვზე, მცენარის შეხებაზე, ნესტსა და ობზე, მედიკამენტებზე, პარფიუმერიაზე, სარეცხის საშუალებებსა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე.ალერგია - ცივილიზაციის სენი?შესაძლოა ასეცაა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებში (ეს შეიძლება სტატისტიკის წარმოების წესის შედეგიცაა), თუმცა ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც აღწერილია კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკი.სეზონურობაალერგიები აქტუალურია მთელი წლის განმავლობაში. მცენარეების მტვრით გამოწვეული ალერგიების შემთხვევების რაოდენობა გაზაფხულის პირველი რიცხვებიდან იზრდება, მაგრამ თითქმის შემოდგომის ბოლომდე გრძელდება, რადგან ალერგიულად მიჩნეული მცენარეები: ჭადარი, ალვა, კაკალი, წაბლი, წივანა, ჭვავი, ტიმოთელა, ავშანი, ამბროზია, თუთუბო, ბაბუაწვერა და ა.შ. სხვადასხვა დროს ყვავილობს.ასაკიალერგიული რეაქცია სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გამომწვევზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.თუ 3 წლამდე ბავშვებისთვის მთავარ ალერგენებად მიიჩნევა საკვები პროდუქტები: ძროხის რძე, კვერცხი, სტაფილო, ციტრუსები, პურის ფქვილი, თევზი, თაფლი და ა.შ. 3 წლიდან აქტიურდება ალერგიები გარემო ფაქტორებზე.5 წლამდე ბავშვებში ალერგია გვხვდება ძირითადად კანისმიერი გამოვლინებებით, 5 წლიდან კი უმთავრესად აღინიშნება ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები.თავიდან აცილება ალერგიისგან სრულად თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ, რადგან ის შეიძლება ძალზე მწვავედ განვითარდეს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას სერიოზული საფრთხე.ალერგიის სიმპტომებიყველაზე საშიშირაც ყველაზე საშიშია ალერგიაში, ეს არის ანაფილაქსიური შოკი. ის ვლინდება:თუ ადამიანს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქციის გართულება ანაფილაქსიური შოკით, რეკომენდებულია, ატაროს: როგორ დაისმება დიაგნოზი? ალერგიული დაავადებების ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი, ხოლო შემდგომ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება.მანამდე კი ჩვენ უნდა კარგად დააკვირდეთ, სავარაუდოდ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის ალერგიული რეაქცია, რამდენი ხანი გრძლდება, რა ინტენსივობით ვლინდება.მნიშვნელოვანია, რომ ალერგიის დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს, რათა პროცესმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს.ანამნეზის შეკრების დროს ექიმი ყურადღებას გაამახვილებს მემკვიდრეობითობასა და გენეტიკურ ფაქტორზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზის, ცხვირის სეკრეტის ან ნახველის ციტოლოგიური კვლევის, კანის ალერგიულ სინჯების, სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინების გამოკვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას.გახსოვდეთ: თვითმკურნალობა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ზედმეტად სარისკოცაა!
https://sputnik-georgia.com/20220126/rogor-amovicnot-bavsvebsi-hiperaqtiurobis-sindromi-263900077.html
https://sputnik-georgia.com/20220202/9-miti-anginis-sesaxeb-264084896.html
https://sputnik-georgia.com/20220215/dagegmili-bednieri-bavsvoba-msoblebis-secdomebi-264453718.html
https://sputnik-georgia.com/20220302/rogor-moviqcet-tu-pataras-rame-ar-szinavs-264917534.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1a/265520857_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a1cb8fbb9d71662e5a58fb249ff4f6ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაია ბუჩუკური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263837207_341:190:747:596_100x100_80_0_0_d3479b4886766663c9b623ba86ef5a1a.jpg
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს
ალერგია ბავშვებში: ასაკობრივი თავისებურებები და სიმპტომები
18:16 26.03.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) ალერგია არის მომატებული მგრძნობელობა - იმუნური სისტემის რეაქცია ისეთი ნივთიერებების მიმართ, რომლებიც, ჩვეულებრივ, არ უნდა იწვევდნენ რამე გართულებას ადამიანის ორგანიზმში.
არაალერგიული ადამიანის იმუნური სისტემა ალერგეთან შეხებისას ხვდება, რომ საფრთხე არ არსებობს, ხოლო ალერგიულის იმუნურმა სისტემამ ის შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად აღიქვას და სხვადასხვა რეაქციებით დაიწყოს მასთან ბრძოლა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალერგიული დაავადებები, მსოფლიოში გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილზეა. ანუ ისინი საშუალოდ დედამიწის მოსახლეობიდან ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება, ხოლო ზოგ ქვეყანაში შესაძლოა ყოველ მეოთხესაც ჰქონდეს.
რატომ? ამ კითხვაზე ყველას გვაქვს პასუხი: საკვები, გარემო, ცხოველები, მწერები და ასე შემდეგ. ალერგიის გამომწვევი ყველგან შეიძლება იყოს: სახლშიც და მის გარეთაც, ჰაერშიც და საკვებშიც, სათამაშოებშიც და მედიკამენტებშიც, დაბალ ტემპერატურაზეც და მზეშიც.
ალერგია შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეს არა მარტო საკვებზე, არამედ ცხოველის ბეწვზე, ფრინველის ბუმბულზე, მწერის ნაკბენზე, მტვერზე, გამონაბოლქვზე, მცენარის შეხებაზე, ნესტსა და ობზე, მედიკამენტებზე, პარფიუმერიაზე, სარეცხის საშუალებებსა და სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებზე.
ალერგია - ცივილიზაციის სენი?
შესაძლოა ასეცაა. ალერგიული დაავადებები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურად და კულტურულად განვითარებულ ქვეყნებში (ეს შეიძლება სტატისტიკის წარმოების წესის შედეგიცაა), თუმცა ალერგიული დაავადებების შესახებ ცნობა შემონახულია ეგვიპტურ პაპირუსებშიც, სადაც აღწერილია კრაზანის კბენის შემდეგ განვითარებული ალერგიული შოკი.
ალერგიები აქტუალურია მთელი წლის განმავლობაში. მცენარეების მტვრით გამოწვეული ალერგიების შემთხვევების რაოდენობა გაზაფხულის პირველი რიცხვებიდან იზრდება, მაგრამ თითქმის შემოდგომის ბოლომდე გრძელდება, რადგან ალერგიულად მიჩნეული მცენარეები: ჭადარი, ალვა, კაკალი, წაბლი, წივანა, ჭვავი, ტიმოთელა, ავშანი, ამბროზია, თუთუბო, ბაბუაწვერა და ა.შ. სხვადასხვა დროს ყვავილობს.
ალერგიული რეაქცია სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა გამომწვევზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
თუ 3 წლამდე ბავშვებისთვის მთავარ ალერგენებად მიიჩნევა საკვები პროდუქტები: ძროხის რძე, კვერცხი, სტაფილო, ციტრუსები, პურის ფქვილი, თევზი, თაფლი და ა.შ. 3 წლიდან აქტიურდება ალერგიები გარემო ფაქტორებზე.
5 წლამდე ბავშვებში ალერგია გვხვდება ძირითადად კანისმიერი გამოვლინებებით, 5 წლიდან კი უმთავრესად აღინიშნება ზემო და ქვემო სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები.
ალერგიისგან სრულად თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, უნდა გვქონდეს ინფორმაცია და ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ, რადგან ის შეიძლება ძალზე მწვავედ განვითარდეს და სიცოცხლესაც კი შეუქმნას სერიოზული საფრთხე.
კანზე მოწითალო, მქავანა გამონაყარი;
ცხვირის, თვალების, სასის, ყურების ქავილი;
სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმის ნიშნები;
მუცლის ტკივილი, ნაწლავების ჭვალი, ღებინება და დიარეა;
თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ცისტიტი და სხვა.
რაც ყველაზე საშიშია ალერგიაში, ეს არის ანაფილაქსიური შოკი.
შეშუპებით (ძირითადად — სახეზე, ხახის ლორწოვანზე, ენაზე);
არტერიული წნევის მკვეთრი დაცემით,
გონების დაბინდვით, კრუნჩხვებით,
თუ ადამიანს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქციის გართულება ანაფილაქსიური შოკით, რეკომენდებულია, ატაროს:
1.
სპეციალური სამედიცინო სამაჯური, რომელზეც მითითებული იქნება, რომ ალერგიულია;
2.
ბ) შოკის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკრები.
ალერგიული დაავადებების ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ექიმთან ვიზიტი, ხოლო შემდგომ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია და კომპლექსური გამოკვლევების ჩატარება.
მანამდე კი ჩვენ უნდა კარგად დააკვირდეთ, სავარაუდოდ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის ალერგიული რეაქცია, რამდენი ხანი გრძლდება, რა ინტენსივობით ვლინდება.
მნიშვნელოვანია, რომ ალერგიის დიაგნოსტიკა დროულად მოხდეს, რათა პროცესმა უმართავი ხასიათი არ მიიღოს.
ანამნეზის შეკრების დროს ექიმი ყურადღებას გაამახვილებს მემკვიდრეობითობასა და გენეტიკურ ფაქტორზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზის, ცხვირის სეკრეტის ან ნახველის ციტოლოგიური კვლევის, კანის ალერგიულ სინჯების, სისხლში სპეციფიკური იმუნოგლობულინების გამოკვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის სქემას შეიმუშავებს.
ალერგიის წარმატებით მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამომწვევი ალერგენების ზუსტ იდენტიფიკაციას.
გახსოვდეთ: თვითმკურნალობა, გარდა იმისა, რომ შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს, ზედმეტად სარისკოცაა!