https://sputnik-georgia.com/20220325/qartveli-mxatvrebi-da-mwerlebi-boloniasi-wignis-bazrobaze-265492812.html
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში წიგნის ბაზრობაზე წარდგნენ
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში წიგნის ბაზრობაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
ბაზრობაზე იტალიის ქალაქ ბოლონიის მცხოვრებლები ქართულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებას გაეცნენ. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T18:06+0400
2022-03-25T18:06+0400
2022-03-25T22:09+0400
კულტურა საქართველოში
იტალია
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263099436_0:312:3077:2043_1920x0_80_0_0_5954f5a4b9b08125cf7faa6b53c85ac7.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობა დასრულდა. ბაზრობაზე პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მიერ ორგანიზებულ სტენდზე საქართველოში მოქმედი გამომცემლობების საბავშვო წიგნები იყო წარდგენილი.ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა წამყვანი პროფესიონალური საბავშვო წიგნების გამოფენაა, რომელიც იტალიაში 1963 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ყველა პროფესიონალის შეხვედრის ადგილი, რომლებიც საბავშვო წიგნების შექმნითა და გამოცემით არიან დაკავებული.ბოლონიის წიგნის ფესტივალის ტრადიციულ The Illustrators Survival Corner-ზე ქართველმა ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ილუსტრატორები ასევე შეხვდნენ გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს, რომლებსაც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით საკუთარი პორტფოლიო გააცნეს.ბოლონიის ბაზრობაზე ასევე გაიმართა „თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის“ გამოფენა, სადაც საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში საბავშვო წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან>>„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძნებელმა ნიკი თარხან-მოურავმა საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.ქართული პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლმა ბაზრობის სტუმრებს საბავშვო ავტორი ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის დაარსება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაწესდა საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“.„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
იტალია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263099436_334:0:3063:2047_1920x0_80_0_0_1244356ab8e3833f936b3553fdb2cc2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, იტალია , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, იტალია , საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში წიგნის ბაზრობაზე წარდგნენ
18:06 25.03.2022 (განახლებულია: 22:09 25.03.2022) ბაზრობაზე იტალიის ქალაქ ბოლონიის მცხოვრებლები ქართულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებას გაეცნენ.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბოლონიის საბავშვო წიგნის საერთაშორისო ბაზრობა დასრულდა. ბაზრობაზე პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მიერ ორგანიზებულ სტენდზე საქართველოში მოქმედი გამომცემლობების საბავშვო წიგნები იყო წარდგენილი.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა წამყვანი პროფესიონალური საბავშვო წიგნების გამოფენაა, რომელიც იტალიაში 1963 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ყველა პროფესიონალის შეხვედრის ადგილი, რომლებიც საბავშვო წიგნების შექმნითა და გამოცემით არიან დაკავებული.
ბოლონიის წიგნის ფესტივალის ტრადიციულ The Illustrators Survival Corner-ზე ქართველმა ილუსტრატორებმა ანა ჯანელიძემ, ვარლამ ჯმუხაძემ და გიორგი ჯინჭარაძემ საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს. ილუსტრატორები ასევე შეხვდნენ გამომცემლებსა და ლიტერატურის აგენტებს, რომლებსაც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით საკუთარი პორტფოლიო გააცნეს.
ბოლონიის ბაზრობაზე ასევე გაიმართა „თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის“ გამოფენა, სადაც საქართველოში მომუშავე ათი ილუსტრატორის ორმოცამდე ნამუშევრის პრინტი იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, ლუკა გრიგოლიამ და ილუსტრატორებმა თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს, ხოლო გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ დამფუძნებელმა ნიკი თარხან-მოურავმა საქართველოში მოქმედი პატარა გამომცემლობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ქართული პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლმა ბაზრობის სტუმრებს საბავშვო ავტორი ვასილ გულეური გააცნო, რომელმაც საკუთარ შემოქმედებასა და საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საბავშვო ლიტერატურის განვითარების მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის დაარსება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაწესდა საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.