https://sputnik-georgia.com/20220318/qartveli-mxatvrebi-da-mwerlebi-boloniasi-sabavsvo-wignis-bazrobaze-265312235.html
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში საბავშვო წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში საბავშვო წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან
Sputnik საქართველო
იტალიის ქალაქ ბოლონიის მცხოვრებლებს ქართულ ლიტერატურას და სახვით ხელოვნებას გააცნობენ. 18.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-18T11:27+0400
2022-03-18T11:27+0400
2022-03-18T19:45+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265226351_0:306:3072:2034_1920x0_80_0_0_df883ae4cedd15e70098f2542200461f.jpg
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქართველი ილუსტრატორები და საბავშვო მწერლები იუნესკოს პროგრამის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" მიერ ორგანიზებულ სტენდთან ერთად 21-დან 24 მარტამდე ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაში მიიღებენ მონაწილეობას.ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა წამყვანი პროფესიონალური საბავშვო წიგნების გამოფენაა, რომელიც იტალიაში 1963 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ყველა პროფესიონალის შეხვედრის ადგილი, რომლებიც საბავშვო წიგნების შექმნითა და გამოცემით არიან დაკავებული.ფესტივალის ფარგლებში 23 მარტს დაგეგმილია პროგრამა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორის ნინია მაჭარაშვილისა და მისი მოადგილის ნინო კიკნაძის სადისკუსიო პანელი პროექტის შესახებ.ყურადღების გარეშე არ დარჩებიან არც ქართველი ილუსტრატორები ანა ჯანელიძე, ვარლამ ჯამუხაძე და გიორგი ჯინჭარაძე, რომლებიც წარადგენენ თავიანთ პორტფოლიოებს The Illustrators Survival Corner-ის ბაზრობის ტრადიციულ განყოფილებაში.ილუსტრატორები არა მხოლოდ წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, არამედ შეხვდებიან გამომცემლებს, ლიტერატურულ აგენტებს და სხვა საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც პორტფოლიოებს აჩვენებენ მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად.ამას გარდა, ბოლონიის ბაზრობაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება „თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის“ გამოფენა.დავით მაღრაძის პოემა „ბარაქიანი მიწა“ ესპანურ ენაზე ითარგმნა>>ბაზრობის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ პანელურ დისკუსიებს თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურული პროცესისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან საქართველოში მცირე გამომცემლობები.ქართული პროგრამის ფარგლებში თბილისის მწერალთა სახლი ბაზრობის სტუმრებს ორ საბავშვო მწერალს - მარიამ წიკლაურს და ვასილ გულეურს გააცნობს.წყარო: თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0f/265226351_299:0:3030:2048_1920x0_80_0_0_e2885da2aca8647a4968e06e5951de72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, იტალია
ქართველი მხატვრები და მწერლები ბოლონიაში საბავშვო წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრებიან
11:27 18.03.2022 (განახლებულია: 19:45 18.03.2022) იტალიის ქალაქ ბოლონიის მცხოვრებლებს ქართულ ლიტერატურას და სახვით ხელოვნებას გააცნობენ.
თბილისი, 18 მარტი – Sputnik. ქართველი ილუსტრატორები და საბავშვო მწერლები იუნესკოს პროგრამის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" მიერ ორგანიზებულ სტენდთან ერთად 21-დან 24 მარტამდე ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა წამყვანი პროფესიონალური საბავშვო წიგნების გამოფენაა, რომელიც იტალიაში 1963 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ეს არის ყველა პროფესიონალის შეხვედრის ადგილი, რომლებიც საბავშვო წიგნების შექმნითა და გამოცემით არიან დაკავებული.
ფესტივალის ფარგლებში 23 მარტს დაგეგმილია პროგრამა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" დირექტორის ნინია მაჭარაშვილისა და მისი მოადგილის ნინო კიკნაძის სადისკუსიო პანელი პროექტის შესახებ.
ყურადღების გარეშე არ დარჩებიან არც ქართველი ილუსტრატორები ანა ჯანელიძე, ვარლამ ჯამუხაძე და გიორგი ჯინჭარაძე, რომლებიც წარადგენენ თავიანთ პორტფოლიოებს The Illustrators Survival Corner-ის ბაზრობის ტრადიციულ განყოფილებაში.
ილუსტრატორები არა მხოლოდ წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, არამედ შეხვდებიან გამომცემლებს, ლიტერატურულ აგენტებს და სხვა საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომლებსაც პორტფოლიოებს აჩვენებენ მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმად.
ამას გარდა, ბოლონიის ბაზრობაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება „თბილისის ილუსტრაციის ფესტივალის“ გამოფენა.
ბაზრობის სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ პანელურ დისკუსიებს თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურული პროცესისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან საქართველოში მცირე გამომცემლობები.
ქართული პროგრამის ფარგლებში თბილისის მწერალთა სახლი ბაზრობის სტუმრებს ორ საბავშვო მწერალს - მარიამ წიკლაურს და ვასილ გულეურს გააცნობს.