ექსპერტი: „ქართული ოცნების" დიპლომატია აბსოლუტურად სწორია

© Facebook / Actual topic together with Maka Tsintsadzeანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება დააფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მის პოლიტიკას – მშვიდობის პოლიტიკას.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სწორი პოლიტიკის წყალობით მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამარჯვება გაიფორმა, განაცხადა ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის გამო აკრიტიკებენ. უფრო მეტიც, უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

„არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უკრაინის მიმართ, ასევე საკუთარი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ და, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული დიპლომატია აბსოლუტურად სწორად და აბსოლუტურად გამართულად მუშაობს“, – განაცხადა გვიდიანმა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება სულ უფრო დააფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მის პოლიტიკას – მშვიდობის პოლიტიკას.
„უკვე ყველას ესმის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა აბსოლუტურად სწორი და უშეცდომოა. შესაბამისად, მე ვიტყოდი, რომ სწორედ დღევანდელი გატარებული პოლიტიკის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად 2024 წლის არჩევნებიც კი გაიფორმა“, – აღნიშნა გვიდიანმა.
ეს საკითხი არ დგას: ხელისუფლების რეაქცია საქართველოს ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებაზე>>>
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტად საქართველოს დააზარალებს, ამიტომ სანქციები არ დაწესდება.
ამასთან, ყველა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ქმედებებს, შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასთან მიმართებით, ასევე იყო მათ შორის, ვინც ჰააგის ტრიბუნალს მიმართა უკრაინაში სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიების დაწყებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0