ეს საკითხი არ დგას: ხელისუფლების რეაქცია საქართველოს ნეიტრალიტეტის თემის გააქტიურებაზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
გამოწერა
საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა, მიიჩნევს პარლამენტის სპიკერი.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმოქმედებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ამჟამად ქვეყნის ნეიტრალიტეტის საკითხი არ განიხილება, განაცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა.
საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გააქტიურდა. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სამხედრო ნეიტრალიტეტი სურს.
„ეს საკითხი საერთოდ არ დგას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა.
„სამწუხაროდ, ერთობის მომენტი არ არის და ვერ გამოდის. ამიტომ კონსოლიდაცია, უფრო სწორი ტერმინი იქნებოდა „სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა“, აუცილებელია იმისთვის, რომ სწორედ მშვიდობა შენარჩუნდეს, სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე მყარად ვიყოთ და მას მივაღწიოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთვის შესაძლო ნეიტრალიტეტის შესახებ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ საკითხშიც ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქცეოდა ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების გარანტიების, დონეცკი–ლუგანსკისა და ყირიმის შესახებ მოლაპარაკებებში კომპრომისების საკითხები საბოლოოდ სრულიად უკრაინის რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ამაზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს შეიძლება გააჩნდეს თავისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, მაგრამ მოლაპარაკებების გაჭიანურება არასასურველია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა სანქციების ოთხი პაკეტი დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0