„ეს არ არის სანქციები" - კობახიძე პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელზე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის სარჩელის ერთადერთი მიზანი კონსტიტუციის განმარტებაა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სანქციები არ იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, რათა მოითხოვოს დადასტურება მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის შესახებ. მმართველი გუნდის განცხადებით, ზურაბიშვილმა უცხოეთში შეუთანხმებელი ვიზიტებითა და ზოგიერთი ელჩის დანიშვნაზე უარით კონსტიტუცია დაარღვია.
უფლებადამცველებმა ეს პროცესი მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასეს.

„არავითარ სასჯელთან, სანქციასთან და აგრესიულ ზომებთან არ გვაქვს საქმე. თავიდან ბოლომდე სპეკულაციებია იმაზე, თითქოს ჩვენ გვსურს დავსაჯოთ პრეზიდენტი და ა.შ. მთავარია, რომ პრეზიდენტი არ უნდა არღვევდეს სისტემატურად ქვეყნის ძირითად კანონს, ეს პრინციპულია ჩვენთვის“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია და წესები იყოს დაცული.
„ჩვენ ამ კუთხით ძალიან ნეგატიური ტენდენცია დავინახეთ და გვინდა, რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ... თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია და ყველაფერი შეფუთა ისე, თითქოს ეს იყო კერძო ვიზიტი, რაც საერთოდ ღიმილის მომგვრელია“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, რეალურად დაირღვა კონსტიტუცია და ამას ყველა კვალიფიციური იურისტი აღიარებს.
„პრეზიდენტმა კონსტიტუციის მიღმა იმოქმედა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რაც მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
პარლამენტის ექს-სპიკერი: „ქართულ ოცნებას" სურს მოათვინიეროს პრეზიდენტი
პრეზიდენტთან დაკავშირებით სასამართლო დავის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატები განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს შესწორებებს ორგანულ კანონში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. შესაბამისად, მას არ შეეძლო დავაში მონაწილეობა მოპასუხის სახით თავისი თანხმობის გარეშე, განმარტეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.
ინიცირებული შესწორებების თანახმად, სახელმწიფო ორგანოს შეუძლია დაიწყოს დავა კომპეტენციის შესახებ არა მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე, არამედ მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზე, თუ მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ დაარღვია კონსტიტუციური უფლებამოსილება.
ყველა ახალი ამბავი
0