https://sputnik-georgia.com/20220325/eqsporti-saqartvelodan-rusetshi-gaizarda-265484619.html
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში ერთი მესამედით გაიზარდა
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში ერთი მესამედით გაიზარდა
Sputnik საქართველო
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T11:17+0400
2022-03-25T11:17+0400
2022-03-25T17:33+0400
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_0:159:3079:1890_1920x0_80_0_0_86e333b345676d8ced8c4c1fbb4c2991.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,1%-ით გაიზარდა და 274,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 35,6%-ით გაიზარდა და 92,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 37,9%-ით გაიზარდა და 181,8 მლნ დოლარი შეადგინა.2022 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გავიდა 17,2 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 17,7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 7,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და ა.შ.საქსტატის მონაცემებით, რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში საქართველოში 22,9 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს. რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 77,2 ათასი ტონა ნავთობგაზები, 29,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ.2021 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი საქართველოდან რუსეთში – 15,8%-ით.
https://sputnik-georgia.com/20220323/-------265443921.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251071942_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_42d7f239b2eeef1048c32657e3223972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, ახალი ამბები
ექსპორტი საქართველოდან რუსეთში ერთი მესამედით გაიზარდა
11:17 25.03.2022 (განახლებულია: 17:33 25.03.2022) მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,1%-ით გაიზარდა და 274,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან რუსეთში 35,6%-ით გაიზარდა და 92,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 37,9%-ით გაიზარდა და 181,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გავიდა 17,2 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 17,7 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 7,2 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო და ა.შ.
საქსტატის
მონაცემებით, რუსეთი საქართველოში მარცვლეულის ყველაზე დიდი მომწოდებელია. მიმდინარე წლის იანვარი–თებერვალში საქართველოში 22,9 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 77,2 ათასი ტონა ნავთობგაზები, 29,7 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ.
2021 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 1,6 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 23,2%-ით მეტია. ამასთან, ექსპორტი რუსეთიდან საქართველოში გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი საქართველოდან რუსეთში – 15,8%-ით.