საქართველო ბუდაპეშტში საქმიანი ტურიზმის ფორუმზე წარდგა

უნგრეთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საქმიანი ტურიზმის ფორუმში MCE Central and Eastern Europe მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ღონისძიებაზე ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ტურიზმის სფეროში მოქმედი წამყვანი ევროპული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების პოტენციალი გააცნეს.
MCE Central and Eastern Europe-ზე საქართველოსთან ერთად ევროპის 30-მდე სახელმწიფო, მათ შორის, უნგრეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, ჩეხეთი, ირლანდია, საფრანგეთი იყო წარმოდგენილი.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება
ფორუმში მონაწილეობდა 80-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია: ევროპის დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიუროები, ტურიზმის საბჭოები, ავიაკომპანიები და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები.
ფორუმი MCE Central and Eastern Europe 10 წელზე მეტია იმართება, რომლის მიზანიც ევროპის კონტინენტზე საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
ყველა ახალი ამბავი
0