საქართველო ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

© AFP 2024 / TOBIAS SCHWARZსაერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin ბანერი
საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2022
გამოწერა
საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს მილიონამდე მომხმარებელს, აღნიშნავენ გამოფენის ორგანიზატორები.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველო 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა–ბაზრობაზე (ITB Berlin) მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ღონისძიებების გამართვისა და სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით ბერლინის გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის გერმანიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გავმართეთ გამოფენის ხელმძღვანელობასთან, დეტალურად განვიხილეთ მარკეტინგული და PR-აქტივობები, რაც გამოფენის ფარგლებში ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

მისი თქმით, მაისში საქართველოს წამყვანი გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები ეწვევიან, რათა ადგილზე შეისწავლონ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი.
მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ITB Berlin ონლაინ–ფორმატში ტარდება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე საქართველოს კულტურის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული. გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის „მესებერლინის“ ტერიტორიაზე. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული სერვისები.
ყველა ახალი ამბავი
0