ანალიტიკოსები: ლარი საგარეო შოკებს გაუმკლავდა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
ექსპერტების პროგნოზით, ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო კვირაში გამყარება დაიწყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ეკონომიკისთვის პროგნოზი არადამაიმედებელია, ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის TBC Capital-ის ახალ ანგარიშში.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს 10 მარტისთვის მიაღწია – 3,4 GEL/$1. ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 39,57 მლნ დოლარი გაყიდა. 10 მარტის შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო.
როგორც საფინანსო ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, ლარის გაუფასურება გადაჭარბებული იყო, რაც გასულ კვირაში სავალუტო ბაზრის ტენდენციამაც აჩვენა.

„შექმნილ სიტუაციაში ლარის დაბალანსებულ კურსზე საუბარი რთულია, მაგრამ, ძირითადი ფაქტორებიდან გამომდინარე, TBC Capital პროგნოზირებს, რომ ლარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გამყარდება და არ გაუფასურდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ, დიდი ალბათობით, დოლარში დეპოზიტების და ლარში კრედიტების ზრდა შოკის რისკებს გაზრდის.
თუმცა, ლარის კურსზე დადებითად იმოქმედებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გამყარება.
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას
TBC Capital-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის შედეგები პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინაში ვითარების დარეგულირების ვადებზე.
შოკი გადავიარეთ: ფინანსთა მინისტრმა ქართული სავალუტო ბაზრის ტენდენციები განმარტა>>>
ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები 1-2 თვე გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, პროგნოზირებული 6%-ის ნაცვლად, 3,5–4%-მდე შემცირდება, ინფლაცია 5%-ის დონეზე იქნება.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკის დანაკარგი იქნება ზომიერი – მოქალაქეების დეპოზიტები ლარში დარჩება და დოლარიზაციის დონე დაბალი იქნება.
ამის პარალელურად TBC Capital-ი პროგნოზირებს რეფინანსირების განაკვეთის 10,5%-დან 9%-მდე შემცირებას.
ყველა ახალი ამბავი
0