https://sputnik-georgia.com/20220310/soki-gadaviaret-finansta-ministrma-qartuli-savaluto-bazris-tyendenciebi-ganmarta-265134138.html
შოკი გადავიარეთ: ფინანსთა მინისტრმა ქართული სავალუტო ბაზრის ტენდენციები განმარტა
შოკი გადავიარეთ: ფინანსთა მინისტრმა ქართული სავალუტო ბაზრის ტენდენციები განმარტა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარასკევს, 11 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3189 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა (10 მარტს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ იყო 3,4019 GEL/$1).
2022-03-10T21:37+0400
2022-03-10T21:37+0400
2022-03-10T22:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ლარის კურსი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259915824_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_37f30c8b7df26f32bc6d5b7ec52dd17c.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს, რასაც ლარის გამყარების ტენდენცია აჩვენებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3189 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა (10 მარტს ლარის კურსი 3,4019 GEL/$1 იყო). ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პრაქტიკულად სრულად აისახა ბაზრის ნეგატიური მოლოდინები.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რომ გეოპოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლება, ამ დროისათვის რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლებას გარკვეული გეგმა გააჩნია.„ვამუშავებთ ძალიან ბევრ სცენარს... გარკვეულწილად იმ ღონისძიებებსაც ვამუშავებთ, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ან შეინარჩუნოს ქვეყანაში ფულის შემოდინების არხები. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსის მკვეთრი მერყეობის მოლოდინი მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს“, – განაცხადა ხუციშვილმა.რუსეთ–უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციები საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის და, ზოგადად, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ.პროგნოზებისაერთაშორისო ანალიტიკური სააგენტო Galt&Taggart-ის ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობაზე.მათი აზრით, თუ საბრძოლო მოქმედებები 1-2 თვე გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად, 3% იქნება, ინფლაცია – 7%-ის დონეზე, ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ კი 3,25 GEL/$1 ნიშნულზე დაფიქსირდება.თუმცა, თუ სამხედრო ოპერაცია უფრო მეტხანს გაგრძელდება და რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება, საქართველოში ინფლაცია 9%-იან ნიშნულს მიაღწევს, დოლარის მიმართ ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულზე იქნება, ხოლო უარყოფითი ეკონომიკური ზრდა –1%-ის დონეზე იქნება.საფინანსო ინსტიტუტი TBC Capital-ის ანალიტიკოსების აზრით, სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულების პირობებში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3,5-4%-მდე შემცირდება, ინფლაციის დონე 3%-იანი მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზრდება, ხოლო ლარის კურსი 3,25 GEL/$1 იქნება. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას 2023 წელს პროგნოზირებენ და ამჟამინდელ პერიოდს პანდემიას ადარებენ.თუმცა, თუ სამხედრო მოქმედებები სამ თვეზე დიდხანს გაგრძელდება და უარყოფითი საგარეო ფაქტორები ითამაშებენ როლს, საქართველოს ეკონომიკა წლის მანძილზე მხოლოდ 0,5%-ით გაიზრდება, ინფლაციის დონე 10%-იან ნიშნულს მიაღწევს, ლარის კურსი კი 3,5 GEL/$1იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259915824_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_9b8882529dddd2a4e0cb4eedbb28ee4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შოკი ლარის კურსი გამყარება ლაშა ხუციშვილი საქართველო ვალუტა ბაზარი ტენდენციები განმარტება
შოკი ლარის კურსი გამყარება ლაშა ხუციშვილი საქართველო ვალუტა ბაზარი ტენდენციები განმარტება
შოკი გადავიარეთ: ფინანსთა მინისტრმა ქართული სავალუტო ბაზრის ტენდენციები განმარტა
21:37 10.03.2022 (განახლებულია: 22:43 10.03.2022) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3189 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა (10 მარტს კურსი 3,4019 GEL/$1 იყო).
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს, რასაც ლარის გამყარების ტენდენცია აჩვენებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11 მარტისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3189 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა (10 მარტს ლარის კურსი 3,4019 GEL/$1 იყო). ოთხშაბათს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პრაქტიკულად სრულად აისახა ბაზრის ნეგატიური მოლოდინები.
„ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გარკვეული ასახვა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა არა იმ მასშტაბით, რაც ვალუტის კურსთან მიმართებაში დავინახეთ. და ეს გამოჩნდა კიდეც, როდესაც გუშინდელი ინტერვენციის შემდეგ დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაახლოებით 8 თეთრით არის გამყარებული“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რომ გეოპოლიტიკური ვითარება სწრაფად იცვლება, ამ დროისათვის რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ ხელისუფლებას გარკვეული გეგმა გააჩნია.
„ვამუშავებთ ძალიან ბევრ სცენარს... გარკვეულწილად იმ ღონისძიებებსაც ვამუშავებთ, რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ან შეინარჩუნოს ქვეყანაში ფულის შემოდინების არხები. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსის მკვეთრი მერყეობის მოლოდინი მომდევნო პერიოდშიც არ გვაქვს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
რუსეთ–უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციები საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის და, ზოგადად, ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ.
საერთაშორისო ანალიტიკური სააგენტო Galt&Taggart-ის ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ეკონომიკისთვის შედეგები დამოკიდებული იქნება უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობაზე.
მათი აზრით, თუ საბრძოლო მოქმედებები 1-2 თვე გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად, 3% იქნება, ინფლაცია – 7%-ის დონეზე, ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ კი 3,25 GEL/$1 ნიშნულზე დაფიქსირდება.
თუმცა, თუ სამხედრო ოპერაცია უფრო მეტხანს გაგრძელდება და რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება, საქართველოში ინფლაცია 9%-იან ნიშნულს მიაღწევს, დოლარის მიმართ ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულზე იქნება, ხოლო უარყოფითი ეკონომიკური ზრდა –1%-ის დონეზე იქნება.
საფინანსო ინსტიტუტი TBC Capital-ის ანალიტიკოსების აზრით, სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულების პირობებში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3,5-4%-მდე შემცირდება, ინფლაციის დონე 3%-იანი მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზრდება, ხოლო ლარის კურსი 3,25 GEL/$1 იქნება. ამ შემთხვევაში ანალიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას 2023 წელს პროგნოზირებენ და ამჟამინდელ პერიოდს პანდემიას ადარებენ.
თუმცა, თუ სამხედრო მოქმედებები სამ თვეზე დიდხანს გაგრძელდება და უარყოფითი საგარეო ფაქტორები ითამაშებენ როლს, საქართველოს ეკონომიკა წლის მანძილზე მხოლოდ 0,5%-ით გაიზრდება, ინფლაციის დონე 10%-იან ნიშნულს მიაღწევს, ლარის კურსი კი 3,5 GEL/$1იქნება.