„ოჯახის ყველა წევრს ერთად ვტირი...“ - რა შეემთხვა თათია შარანგიას?

„ჩემი ფუმფულა ლევანი აღარ მყავს. გარდაიცვალა ისე ჩუმად, ისე წყნარად, როგორც ცხოვრობდა, არავინ შეაწუხა. გულმა უმტყუნა. როგორ უღალატა გულმა, რომელიც ამხელა სიყვარულს იტევდა? რატომ უღალატა? რატომ აღარ ფეთქავს? დაიღალა? იქნებ დაღალა ამ ყალბმა ურთიერთობებმა, იქნებ დაღალა ამ განუკითხაობამ. მთელი ბავშვობა მის მუცელზე ვხტუნაობდი. მართლა. ის პუტკუნა იყო, მე პატარა. მათამაშებდა, მანებივრებდა, სოხუმში უცნაურ ადგილებში მმალავდა ხოლმე და მერე ერთად ვიცინოდით, როცა ვიხსენებდით, მთელი ოჯახი როგორ მეძებდა“, – წერს თათია შარანგია.
„ჩვენს ოჯახში მიწისძვრაა. ცრემლები თავისით მცვივა და ყველა ოჯახის წევრს ერთად ვტირი. მაგრამ განსაკუთრებულად ჩემს დედოფალ ბების, რომელსაც სხვისი ტკივილი ისე სტკიოდა ხოლმე, რომ გული ეგლიჯებოდა. ჩემს ბაბუს ვტირი, რომელიც კაცობით მოსულა აქამდე და მასზე გაბრაზებული ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. რა უსამართლო ყოფილა სამყარო. სიკეთე არ იკარგებაო? ამ ოჯახს სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია. მის მშობლებს სხვაზე ზრუნვის გარდა პრიორიტეტი არ ჰქონია. რატომ დაირღვა კანონზომიერება?“ – წერს შარანგია.