Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნამდვილად არ აქვს საეჭვიანო“ – რომელ ცნობილ ქალზე იყო შეყვარებული თათია შარანგიას ქმარი?

© Photo: Tatia Sharangia / FBთათია შარანგია
თათია შარანგია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
თათია შარანგიას და სანდრო შელიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. შევარდნაძეების ყოფილი რძალი ქორწინებაში ბედნიერია. სანდროს პირველ სიყვარულზე კი ახლახან გახდა ცნობილი.

ტელეწამყვანი თათია შარანგიას მეუღლე, ბიზნესმენი სანდრო შელია ამბობს, რომ მისი პირველი სიყვარული ცნობილი ქართველი მოდელი, „მერსედეს-ბენცის“ თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი სოფო ჭყონია იყო.

სანდრო შელია ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ამის შესახებ საკუთარ წიგნში „ღამის რეისი“ უფრო დაწვრილებით საუბრობს. სანდროს თქმით, წინა სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ მისმა მეუღლემ თათია შარანგიამ ყველაფერი იცის და ამას ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა და არა ეჭვიანობით.

„ჯერ ერთი გოგო, მერე მეორე, მესამე… მოეშვა, ამაზე აღარ ღელავდა და ჩვეულებრივ ამბად კითხულობდა (იცინის). მას ნამდვილად არ აქვს საეჭვიანო. რაც შეეხება სოფო ჭყონიას, ის ჩემი თანაკლასელი იყო – პირველი გოგო, რომელიც მომეწონა. მე არ ვიყავი ერთადერთი, სოფო ჭყონია ძალიან ბევრ ჩემს თანაკლასელს უყვარდა, მაგრამ ამის შესახებ არავის უთქვამს. მახსოვს მომენტი, როცა სახლში გავაცილე და მისი ხელი ხელში მეჭირა, ეს ჩემთვის ნამდვილი საოცრება იყო“, – ამბობს სანდრო შელია.

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ.

თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.

თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.

ყველა ახალი ამბავი
0